რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლებას ქვეყნის საკრედიტო რეიტინგებთან დაკავშირებით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლებას ქვეყნის საკრედიტო რეიტინგებთან დაკავშირებით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

როგორც გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საქართველოს საკრედიტო რეიტინგი „BB ნეგატიურამდე“ გაუარესდა.

მისვე შეფასებით, კომენტარები იმის შესახებ, რომ ქვეყანამ საკრედიტო რეიტინგი შეინარჩუნა, ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრაა.

„მთავრობის კომენტარები საკრედიტო რეიტინგებთან დაკავშირებით არის თავხედობა. შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება და იტყუებიან, რომ ქვეყნის რეიტინგი არ გაუარესებულა. არადა, საქართველოს რეიტინგი გაუარესდა. იყო „BB სტაბილური“ და გახდა „BB ნეგატიური“. ქვეყნის პერსპექტივა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ შეაფასა უარყოფითად. ეს არის BB რეიტინგის ქვეკომპონენტი. თუ ჩვენ გვინდა მივიღოთ საინვესტიციო რეიტინგი, რომელიც ინვესტორისთვის არის პირდაპირი სიგნალი ინვესტიციების განხორციელებისა, დღევანდელი მდგომარეობიდან „BB ნეგატიურიდან“ ისევ ერთი საფეხურით ზემოთ უნდა დავბრუნდეთ BB სტაბილურზე, შემდეგ უნდა გახდეს BB+ ამის შემდეგ გადადის BBB-ზე. ეს არის ამ რეიტინგის ტექნიკა. დღევანდელი BB არასაინვესტიციო რეიტინგია. მთავრობის კომენტარების სიცრუეს ისიც ადასტურებს, რომ ერთი კვირის წინ fitch-მა საქართველოს რეიტინგი დატოვა „BB სტაბილურზე” და ხელისუფლების მაშინდელი განცხადებები იყო, რომ ისინი თურმე ამაყობენ იმით, რომ სტაბილური დარჩა და ნეგატიურამდე არ გაუარესდა, როგორც რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში. სულ ერთ თუ ორ ქვეყანაში გაუარესდა ეს რეიტინგი. თავად ამბობდნენ, რა ბედნიერები ვართ, რომ fitch-მა ნეგატიურში არ გადაგვიყვანაო და ახლა ფინანსთა სამინისტრო კომენტარებში აცხადებს, ამაყები ვართ, რომ რეიტინგი არ შეცვლილაო. ეს არის თვალში ნაცრის შეყრა და საკითხის არმცოდნე ადამიანებისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება. ერთი შეხედვით, BB რეიტინგი დარჩა, მაგრამ ამ რეიტინგს ბევრი ნიუანსი აქვს. როგორც სტატისტიკაში აყალბებენ მონაცემებს და ბოლო ძალიან სერიოზული გაყალბება იყო ინფლაციის მაჩვენებლებით მანიპულირება, ახლაც ნებისმიერი რეიტინგი კვლავ ხდება პოლიტიკური მანიპულაციის და პოლიტიკური ინტერპრეტაციის საგანი. წარუმატებელი, წყალწაღებული ხელისუფლება ეჭიდება ხავსს”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა