“ოქროს გლობუსზე“ საუკეთესო კომედიურ ფილმად „მორიგი ფილმი ბორათზე“, საუკეთესო დრამად კი - “მომთაბარეთა მიწა” დასახელდა

„ოქროს გლობუსის“ საუკეთესო კომედიური ფილმის ან მიუზიკლის ნომინაციაში ფილმმა „მორიგი ფილმი ბორათზე“ გაიმარჯვა, საუკეთესო დრამად კი - “მომთაბარეთა მიწა” დასახელდა.

საშა ბარონ კოენმა ფილმში „მორიგი ფილმი ბორათზე“ მონაწილეობისთვის ნომინაციაში - მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი კომედიაში ან მიუზიკლში - გაიმარჯვა. ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელად კი ოზამუნდ პაიკი დასახელდა კომედიურ ფილმში - „ძალიან მაღელვებს“ მონაწილეობისთვის.

დრამაში ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაში მსახიობმა ანდრა დეიმ გაიმარჯვა, ნომინაციაში - მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში - დრამა - კი რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილმა მსახიობმა ჩედვიკ ბოუზმანმა გაიმარჯვა ფილმში „მა რეინი ბლუზის დედა“ მონაწილეობისთვის.

„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების 78-ე ცერემონია წელს, პანდემიის გამო, ვირტუალურ რეჟიმში გაიმართა.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს