სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტიდან ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მსვლელობას მართავენ

საქართველოს პარლამენტთან შეკრებილი აქტივისტები, “მოძრაობა საქართველოსთვის” წევრები მსვლელობით ბიძინა ივანიშვილირეზიდენციისკენ მიემართებიან.

აქტივისტების მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებაა. მათი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ფორმალურად გაიწია პოლიტიკის კეთებისგან, თუმცა ფორმალურ მმართველად რჩება და მათი მოთხოვნების შესმენა მხოლოდ მას შეუძლია.

„მოძრაობა საქართველოსთვის“ პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებთან და სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად მსვლელობით მივალთ ივანიშვილის ბიზნესცენტრთან. გავაჟღერებთ იმ მოთხოვნებს, რომლებიც არჩევნების შემდეგ სამოქალაქო საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს გვაერთიანებს - ეს არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება.

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მიდვივართ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი ფორმალურად გაიწია პოლიტიკის კეთებისგან და ამის არ გვჯერა. ჩვენი მოლოდინები გაამართლა ირაკლი ღარიბაშვილის გაპრემიერებამ, ყველამ კარგად ვიცით, ვისი კადრია ირაკლი ღარიბაშვილი და ვის დავალებებს ასრულებს. შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება ეხება ერთადერთ ადამიანს, არაფორმალურ მმართველ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც გავაგონებთ იმ მოთხოვნებს, რასაც ვაყენებთ სამ თვეზე მეტია“, - აღნიშნა „მოძრაობა საქართველოსთვის” წევრმა ალიკა კუპრავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა