მამუკა ხაზარაძე - შარლ მიშელთან შეხვედრაზე ჩვენი კონკრეტული შეთავაზება იყო, რომ პროცესი ფასილიტაციიდან  უნდა გადავიდეს კონკრეტულ მედიაციამდე  - იმედი მაქვს, რომ სერიოზულ მედიატორულ ჯგუფს მივიღებთ

შევთავაზე, რომ უნდა მოხდეს ეროვნული თანხმობის დოკუმენტის გაფორმება, ჩვენ გვჭირდება დიალოგი, გაერთიანება ჩვენი ქვეყნის გარშემო, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ოპოზიციას არასდროს უთქვამს უარი დიალოგზე.

„საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო. ჩვენ ავუხსენით შექმნილი სიტუაცია, თვითონაც ინფორმირებული იყო. მადლობა გადავუხადეთ იმ მხარდაჭერისთვის, რასაც თვითონ და ევროკავშირი საქართველოს უწევს. ჩვენი კონკრეტული შეთავაზება იყო, რომ პროცესი ფასილიტაციიდან უნდა გადავიდეს კონკრეტულ მედიაციამდე, რომ უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდეს დიალოგი. აქვე დავაფიქსირეთ, რომ ოპოზიციას არასდროს უთქვამს უარი დიალოგზე. მე კონკრეტულად ხაზი გავუსვი, რომ ქვეყანა ეკონომიკურ, პოლიტიკურ, პანდემიურ კრიზისშია, ქვეყანა არის გაყოფილი ორად, საზოგადოება დაპირისპირებულია, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნები და რიგგარეშე არჩევნების სხვადასხვა ვარიანტი შევთავაზეთ. ეს შეიძლება გადიოდეს პლებისციტის ფორმაზე, პირდაპირ დანიშვნაზე. რა თქმა უნდა, ხაზი გაესვა, რომ პოლიტიკური დევნა ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს. იმედი მაქვს, რომ ეს ყურადღებული იქნება და სერიოზულ მედიატორულ ჯგუფს მივიღებთ ამ პროცესში.

შევთავაზე, რომ უნდა მოხდეს ეროვნული თანხმობის დოკუმენტის გაფორმება, ჩვენ გვჭირდება დიალოგი, გაერთიანება ჩვენი ქვეყნის გარშემო და მე მგონი ყურად იღეს, რომ საბოლოოდ, როდესაც დამთავრდება ყველა ეს საკითხი, რომელიც დღესდღეობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორისაა წარმოშობილი, დასრულდეს ეროვნული თანხმობის დოკუმენტზე ხელმოწერით“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში