სალომე სამადაშვილი შარლ მიშელთან შეხვედრაზე - მივიღეთ დაპირება, რომ ევროკავშირი განახორციელებს ზეწოლას, რომ კრიზისი დაიძლიოს

თუ „ქართულ ოცნებას“ აქვს ილუზია, რომ ბატონი მიშელი ხვალ წავა და აღარ დაინტერესდება რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ეს ასე არ იქნება. დაპირება, რომელიც ჩვენ დღეს მივიღეთ არის ის, რომ ევროკავშირი იქნება უკიდურესად აქტიურად ჩართული შექმნილი კრიზისიდან გამოსასვლელად და განახორციელებს ყველა შესაძლო გზით ზეწოლას იმისთვის, რომ კრიზისი დაიძლიოს, მათ შორის, ხელისუფლებაზეც, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ევროპელი მოკავშირეების და სტრატეგიული პარტნიორების შეშფოთება ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით უკიდურესად მაღალია.

,,ჩვენი ევროპელი მოკავშირეების და სტრატეგიული პარტნიორების შეშფოთება ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით არის უკიდურესად მაღალი. ყველას ესმის, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი აუცილებლად მოსაძებნია და წინააღმდეგ შემთხვევაში, ის პროცესები რომლებიც შეიძლება განვითარდეს აწყობს მხოლოდ რუსეთს. ევროკავშირს პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში აქვს გეოპოლიტიკური ინტერესი, სწორედ ამიტომ, გვქონდა ძალიან საფუძვლიანი საუბარი როგორც ევროკავშირის ფუნქციის გაძლიერებაზე კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად ასევე მთავარ პრობლემებზე, რომელსაც ვხედავთ კრიზისდან გამოსვლის თვალსაზრისით, როგორიც არის პოლიტიკური პატიმრების საკითხი. ნიკა მელია და გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდნენ იმისათვის, რომ დავიწყოთ კრიზისიდან გამოსვლა და ქვეყანას სჭირდება ახალი, განახლებული დემოკრატიული პროცესი. ეს პროცესი შესაძლოა იყოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. გვქონდა დეტალური საუბარი ყველაფერ ამაზე და იმ გზაზე როგორ ვხედავთ ჩვენ გამოსავალს პოლიტიკური კრიზისიდან. ჩვენს პარტნიორებს კარგად ესმით, რომ შეუძლებელია მძევლად აყავდეს ადამიანები ხელისუფლებას, აპატიმრებდეს პოლიტიკურ ლიდერებს და ამ დროს საუბრობდეს დიალოგზე“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში