ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა, მმართველი გუნდი მზადაა, დეესკალაციისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.

„მზად ვარ, ამ შეხვედრას დავესწრო და მონაწილეობა მივიღოთ. მინდა ჩვენი გუნდის მზაობა დავადასტურო, რომ კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული დეესკალაციისთვის და რეალური კონსტრუქციული დიალოგისთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხელისუფლებასა და ოპოზიციას დღეს შეხვედრას სთავაზობს.

„ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შეხვდეთ. დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე“,- განაცხადა შარლ მიშელმა ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში