გიგა ბოკერია - ოპოზიცია მზად არის ხელისუფლებასთან დღესვე შეხვედრისთვის, თუმცა მან  შედეგად უნდა გამოიღოს პოლიტპატიმრების სწრაფად გათავისუფლება და  ვადამდელი არჩევნებისკენ სვლაზე საქმიანი საუბრის დაწყება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიცია მზად არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობით ხელისუფლების წევრებს შეხვდეს, თუმცა, მისივე თქმით, „მმართველ გუნდთან შეხვედრის შედეგად პოლიტპატიმრები სწრაფად უნდა გათავისუფლდნენ“.

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ საჯაროდ მოვისმინეთ ეს წინადადება ჩვენი მაღალი რანგის ევროპული სტუმრისგან. რა თქმა უნდა, დემოკრატიული ოპოზიცია მზად არის ამ პროცესის სწრაფად დაწყების და დღესვე შესაძლო შეხვედრისთვის, თუმცა ბუნებრივია, ყველას ესმის, რომ ეს პროცესი ვერ იქნება რუტინა, პარალელურად პოლიტპატიმრები ციხეში ვერ ისხდებიან.

შეხვედრამ შედეგად უნდა გამოიღოს პოლიტპატიმრების სწრაფად გათავისუფლება და რეალური საქმიანი საუბრის დაწყება ვადამდელი არჩევნებისკენ სვლაზე.

ევროკავშირის ასეთი მაღალი თანამდებობის პირის პირდაპირი ჩართულობა პოლიტიკური კრიზისის საქმეში, ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური ამბავია.

მისი საჯარო გზავნილები, რაც მოვისმინეთ, პირდაპირ იყო აღწერა იმ რეალობის, რასაც ივანიშვილის რეჟიმი უარყოფდა. პოლიტიკური კრიზისია, რაც მან თქვა.

მეორეა, სასამართლოს პრობლემა და კონკრეტული საქმეები, რომელთა გადაწყვეტის გარეშე საუბარი ვერ იქნება განმუხტვაზე“, - აცხადებს გიგა ბოკერია.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხელისუფლებასა და ოპოზიციას დღეს შეხვედრას სთავაზობს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში