ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმას უჩივლოს

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, „კოვაქს პლატფორმას“ უჩივლონ. როგორც ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, „კოვაქს პლატფორმასთან“ კომუნიკაციის დროს საქართველოს მხრიდან რაიმე შეცდომის შესახებ აღნიშნული არ ყოფილა.

მისი თქმით, „კოვაქს პლატფორმისგან“ აღნიშნული ბრალდების უარყოფას ელოდებიან.

„ჯანდაცვის სამინისტრომ დღესვე მიმართა „კოვაქს პლატფორმას“ და მოვთხოვეთ მათ პასუხი, თუ რატომ გაეცა, "ინტერპრესნიუსს" მსგავსი პასუხი. ვინაიდან, ყველა იმ არსებულ კომუნიკაციაში, რომელიც ჩვენ დავიწყეთ „კოვაქს პლატფორმასთან“ 18 სექტემბრის შემდეგ, მათი მხრიდან მსგავსი გადაცდომა და წერილი, რომ რაიმე შეცდომა დავუშვით, არ ყოფილა. „კოვაქს პლატფორმა“ ერთხელ უკვე მოხდა მსგავს გაუგებრობაში ბოსნიასთან მიმართებით, რის გამოც ბოსნიამ კოვაქსს უჩივლა.

ამ ეტაპზე, ველოდებით მათგან განმარტებებს, რომ მათ უარყონ ეს ბრალდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე, ვინაიდან, მსგავსი რამ ნამდვილად არ ყოფილა და ამის შემდეგ განვაგრძობთ კომუნიკაციას.

გამომდინარე იქიდან, რომ აქ, საუბარია რეპუტაციულ რისკებზე, ჩივილსაც არ გამოვრიცხავ, ვინაიდან, ეს ყველაფერი საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ოპოზიციის მხრიდან გამოყენებულია იმის ესკალაციისთვის, რომ საქართველოში დიდი დაძაბულობა და პოლარიზაცია მოხდეს. ამას ჯანდაცვის სამინისტრო არ დაუშვებს, რომ ოპონენტებმა ისარგებლონ იმით, რაც მხოლოდ ბრალდებაა“, -აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, „კოვაქს პლატფორმა“ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის პასუხად განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს. „კოვაქსი“ მოელის, რომ გზავნილების ძირითადი წილი მარტში განხორციელდება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია