ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარებული 199 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში სტაციონარულ მკურნალობას 39 ადამიანი გადის, რომელთაგან 28-ს კორონავირუსის დიაგნოზი აქვს. მათგან შვიდი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, 21 ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ოკუპირებულ რეგიონში მთლიანობაში კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობა 12 842-ს შეადგენს, 202 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 12 387 პაციენტი.