გიგი უგულავა - ნუ ჩავიგდებთ თავს ხიბლში, ჯერჯერობით, ხელისუფლება შეჯანჯღარებულია, მაგრამ ფუნდამენტურ ცვლილებებზე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ

ჩამოვიდა შარლ მიშელი და ხელისუფლებამ კრიზისს დაარქვა კრიზისი - ლეგიტიმაცია მოკლებულმა ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგონოს, შეეჩვივნენ არაფრის შემჩნევას და ვარდისფერ სათვალეებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება შეჯანჯღარებულია, მაგრამ ფუნდამენტურ ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ.

„პიკეტის მიზანი ისაა, რაც აქამდე იყო. მშვიდობიანი პროტესტი! პროტესტი იმის, თუ რაც პარლამენტში ხდება. არ შევეგუებით ერთპარტიულ პარლამენტს. უზურპირებული და ლეგიტიმაცია მოკლებულია ხელისუფლება და ეს ყველაფერი საკუთარი თვალით, ყურით უნდა გაიგონ. შეეჩვივნენ არაფრის შემჩნევას და ვარდისფერ სათვალეებს.

გუშინდელმა დღემ აბსოლუტურად სხვა ეტაპზე აიყვანა ეს მოლაპარაკებები. აბსოლუტურად სხვა თამასაა და ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს.

ჩამოვიდა მიშელი და ხელისუფლებამ კრიზისს დაარქვა კრიზისი, ამის არ შემჩნევა, უბრალოდ, აღარ გამოდიოდა! შესაბამისად, როცა კრიზისს კრიზისს დაარქმევ, უკვე გიწევს კრიზისისთვის თვალის გასწორება. ნუ ჩავიგდებთ თავს რაღაც ხიბლში, ჯერჯერობით, ხელისუფლება შეჯანჯღარებულია, მაგრამ ფუნდამენტურ ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ“, - განაცხადა უგულავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა