დავით ზილფიმიანი - მიმაჩნია, რომ ნიკა მელია გაცილებით უფრო გამოადგება ქვეყანას პარლამენტში, ვიდრე ციხეში - ეს არის მისი პროტესტის ფორმა, თორემ რეალურად ციხის კარი ღიაა

გარე და შიდა მტრების ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა, შიდა მტრებში ვგულისხმობ იმ რევანშისტულ ძალას, რომელიც არის კონგლომერატი „ნაციონალური მოძრაობის" - სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, აქაური დესანტი გიგი უგულავა და ა.შ. - ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა, დავით ზილფიმიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მაშინ, როცა ევროკავშირის წევრობა „ერთი ხელის გაწვდენაზეა", გარე და შიდა მტრების ინტერესების თანხვედრა დესტაბილიზაციას იწვევს.

„იმდენად ემოციური და აქტიურია ჩვენი საზოგადოება, ყველამ ვნახეთ, ნამახვანჰესზე რამდენი ხალხი შეიკრიბა და აქ, როცა თითქოს უფრო მეტი მუხტი უნდა იყოს, ხალხის რაოდენობა გაცილებით ნაკლებია. ნიშნისმოგებით არ ვამბობ, ჩემი დიდი პატივისცემა ყველა ოპოზიციურ პარტიას, ჩემ თავს არ ვაკადრებ და არც მათ, რომ რაღაც ნეგატივი გამოვთქვა. ჩვენი ქვეყანა იმდენად მივუახლოვდით იმ სანუკვარს, რასაც ევროატლანტიკური გაერთიანება ჰქვია, რომ ჰორიზონტზეა, ერთი ხელის შეხებაა დარჩენილი, ევროკავშიროს წევრი გავხდეთ და ახლა დაემთხვა გარე და შიდა მტრების ინტერესები ერთმანეთს.

შიდა მტრებში მე ვგულისხმობ იმ რევანშისტულ ძალას, რომელიც არის კონგლომერატი „ნაციონალური მოძრაობის", ესენი არიან სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, აქაური დესანტი გიგი უგულავა და ა.შ. ყველას ვერ ჩამომათვლევინებთ, მათ საერთოდ არ აინტერესებთ ხელისუფლების და ფულის გარდა, საერთოდ არაფერი.

არაფერს ვამბობ განახლებულ „ნაცმოძრაობაზე", მე მიმაჩნია, რომ ნიკა მელია გაცილებით უფრო გამოადგება ქვეყანას პარლამენტში, ვიდრე ციხეში, თან ციხის იერიც ვიცით უკვე როგორია, თითქოს ღია კარის ციხეში იმყოფება. ეს არის მისი პროტესტის ფორმა, თორემ რეალურად ციხის კარი ღიაა. რამდენი აქვს ნიკანორ მელიას თავისი პარტიისთვის გაკეთებული, რაღაც რომ მოხდეს, თქვენ გგონიათ არ შეეცდებიან მთელი ეს გვირგვინები და დაფნები ძველმა წაიღოს? - რა თქმა უნდა შეეცდებიან“, - განაცხადა ზილფიმიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა