შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირში მოლოდინია, რომ ასოცირების საბჭოს სხდომამდე ქართული დელეგაცია გარკვეული პროგრესით ჩავა - ოპონენტების მხრიდან საუბარია მხოლოდ ცარიელ ჰაერზე

რიგგარშე არჩევნებზე არათუ ვფიქრობთ, არამედ ვთავაზობთ ჩვენს ოპონენტებს იმ შემთხვევაში თუ 1 პროცენტიანი გადახრა დადასტურდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას სურს რიგგარეშე არჩევნები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დაინიშნოს, რაც არასწორია. რაც შეეხება მათ მიერ აქციების დროებით შეჩერებას, როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ეს არ განიხილება როგორც დათმობა.

"დიალოგის პროცესის მიმართ არაკონსტრუქციული მიდგომა არასწორი ქმედებაა და როცა ამაზე ხელს იღებენ, კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმზე გადადიან და უარს ამბობენ პროტესტის იმ ფორმაზე, რაც იყო ორი დღის წინ, ეს დათმობა არ არის, ეს არის ნორმალურ კალაპოტში მოქცევა, რაც პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა ისედაც არის. ევროკავშირში არის ამის მოლოდინი, რომ ასოცირების საბჭოს სხდომამდე ქართული დელეგაცია გარკვეული პროგრესით ჩავა. ჩვენ ამ პროგრესისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ, საარჩევნო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფი შევქმენით და დავდეთ პროდუქტი, რომელზეც არსებითი კრიტიკა არ გვესმის. როგორც ჩანს, ამ პუნქტებს შინაარსობრივად ყველა თუ არა, ბევრი ეთანხმება. მეორე ფორმატი, რომელსაც ვთავაზობთ არის საგამოძიებო კომისია, რაც არის გზა რიგგარეშე არჩევნებისკენ, თუ ეს მაინც და მაინც მათი სურვილია. რიგგარეშე არჩევნებისთვის ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რადგან საჭიროა საფუძვლის არსებობა. საფუძველი შეიძლება იყოს ის, რომ შედეგებზე მოქალაქეების ნება არ აისახა და ეს უნდა დადასტურდეს, ამის შესაძლებლობა არის საგამოძიებო კომისია.

ასევე მზად ვართ პირდაპირი დიალოგისთვის და კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ. რაც შეეხება ოპონენტებს, მათი მხრიდან საუბარია მხოლოდ ცარიელ ჰაერზე, არც მტკიცებულებებს წარმოადგენენ, თუ რატომ უნდა ჩატარდეს რიგგარშე არჩევნები,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციური პარტიების მხრიდან პროტესტის ფორმის შეცვლა დათმობა არ არის, ეს პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა

მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
რამაზ საყვარელიძე - თუ მრავალპარტიულობა ხელოვნურია, საარჩევნო დონეზე შესაძლოა მას ჰქონდეს შედეგი, მაგრამ რეალური მრავალპარტიულობა მაინც არ გვექნება და გადაწყვეტილებების მიმღები ერთი პარტია იქნება
კოლიერსის საოფისე სერვისების პოსტპანდემიური ტრანსფორმაცია
ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო
LEXUS-ი წარმოგიდგენთ უახლეს ფლაგმან მოდელს LX 600
ჩაირთე „სილქფესტი“ და ისარგებლე ულიმიტო ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით უსასრულოდ, მთელი თვის განმავლობაში
„მიჰაუსში“ გრანდიოზული ფასდაკლება დაიწყო
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და „ჯი ეს ემ ტრანსმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს