ქართული პრესის მიმოხილვა 04.03.2021

ქართული პრესის მიმოხილვა 04.03.2021

რა მოხდება, თუ ხელისუფლება და ოპოზიცია კომპრომისზე არ წავლენ - “სიტუაცია შეიძლება ისეთ კრიზისამდე მივიდეს, საიდანაც გამოსავლის პოვნა გაჭირდება”

მსოფლიო პანდემიის მორიგი დარტყმისთვის ემზადება - როგორ გაუძლებს მას საქართველო

რამდენად ეფექტურია ნავალნის მოწამვლის გამო დასავლეთის სანქციები რუსეთზე

* * *

“ერთ-ერთ გამოსავალი, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია და ქუჩის აქციები დასრულდეს, გარდამავალი პლებისციტის ჩატარებაა. თუმცა, ეს უნდა იყოს იმ პირობით, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა. ეს იქნება ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის კარგი ვარიანტი. ამას ალბათ, მელიას გათავისუფლებაც უნდა მოჰყვეს. სხვაგვარად სიტუაცია კიდევ უფრო ჩიხში შევა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უმძმიმესი შედეგებით დასრულდება”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” ინტერვიუში და ამბობს, რომ არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას დიალოგის სურვილი არა აქვს, ამიტომაც მიშელის წასვლისთანავე ჩვეულ რიტორიკას დაუბრუნდნენ. ძაბირაძე თვლის, რომ მათ არა ქვეყნის ევროპული მომავალი ადარდებთ, არამედ საკუთარი ინტერესებისთვის იბრძვიან, ამიტომაც ნაბიჯს არც ერთი არ დგამს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა მოხდება, თუ ხელისუფლება და ოპოზიცია კომპრომისზე არ წავლენ - “სიტუაცია შეიძლება ისეთ კრიზისამდე მივიდეს, საიდანაც გამოსავლის პოვნა გაჭირდება”

“მისი აზრით, მედიაცია ევროსაბჭომ იკისრა და ამ მოლაპარაკების ორგანიზება ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცერმა უნდა დაიწყოს. მოსწონს ეს ხელისუფლებას და ოპოზიციას თუ არა, მათ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა მაინც მოუწევთ. “სხვა შანსი იმის, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება საკუთარი სურვილით, ყველა წინაპირობების გარეშე მაგიდასთან მოსალაპარაკებლად დასხდებიან, გამორიცხულია. ამიტომაც კარლ ჰარცერმა, ევროკავშირის ელჩმა უნდა იკისროს ვალდებულება და ორივე მათგანი დიალოგის მაგიდასთან დასვას. მედიატორობა იქნება თუ არა საკმარისი, ესეც საკითხავია. ისეთ განცხადებებს აკეთებს ორივე მხარე, უფრო მომრიგებელი მოსამართლე თუ უშველით. სხვაგვარად ამათ რაიმე დიალოგის სურვილი ჰქონდეთ, არ ეტყობათ. რაც შეეხება იმას, რაზე უნდა ისაუბრონ, ეს მედიატორმა უნდა განსაზღვროს. ამიტომაც აქ წითელი ხაზების გავლება და მე ის მინდა შენ ეს - არ გამოვა. ალბათ იმ 6 პუნქტიდან საუბარი ყელაზე მარტივით უნდა დაიწყონ, სადაც კომპრომისი უფრო ადვილად მიიღწევა”, - ამბობს ძაბირაძე, რომლის თქმით, “ეს უნდა იყოს საარჩევნო კოდექსი და მის ირგვლივ რეფორმაზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“შემდეგ ნელ-ნელა იმ თემაზე უნდა დაიწყოს საუბარი, რაც იქ არის. აუცილებელია, რომ ორივე მხარემ შეხების წერტილები მოძებნოს. თუკი, რა თქმა უნდა, ამის სურვილი აქვთ, რასაც ნამდვილად ვერ ვხედავ. პირობები უკვე დაირღვა და ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება უნდა. ხელისუფლებას კიდევ ეს ორივე ისევ წითელ ხაზებად აქვს მონიშნული. ევროპელები კიდევ უფრო მომთხოვნები უნდა იყვნენ, როგორც ხელისუფლების ასევე ოპოზიციის მიმართაც. თუკი ქვეყანა წავა იქითა მხარეს, რომ ქვეყანაში სამოქალაქო ომი უნდა მოხდეს, ან მუდმივად დაპირისპირების პირობებში უნდა ვიყოთ, მაშინ ოპოზიციამაც უნდა იცოდეს, რომ თუ ისინი ხელისუფლებაში მოვლენ, ეს სანქციები მათაც დაეკისრებათ. ამ კრიზისიდან გამოსავალი ოპოზიციამაც უნდა მოძებნოს. ევროპარლამენტარების მხრიდან უფრო მკაცრი ტონი იქნება საჭირო, რადგანაც სიტუაცია შეიძლება ისეთ კრიზისამდე მივიდეს, საიდანაც გამოსავალის პოვნა გაჭირდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე - “თუკი 10 დღეში ღარიბაშვილი ოპოზიციასთან ვერანაირ მოლაპარაკებას ვერ შეძლებს დასავლეთიდან ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება?” - პასუხობს:

“სამწუხაროა, მაგრამ რეალობა ასეთია, რომ ხელისუფლება ჩვენ პარტნიორებს უფრო მეტ ანგარიშს უწევს, ვიდრე საზოგადოებას. სამარცხვინო ისაა, რომ ერთმანეთში ლაპარაკი შუამავლის გარეშე არ შეგვიძლია. როგორი კარგი პარტნიორებიც არ უნდა იყვნენ, ეს აჩვენებს იმას, რომ ჩვენი პოლიტიკური კულტურა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია”.

“კიდევ კარგი, რომ ისინი არსებობენ. ორივე მხარე ოპოზიციაც და ხელისუფლებაც კატეგორიულები არიან. ამიტომაც მიშელმა ხაზგასმით თქვა, რომ პასუხისმგებლობა თანაბრად ნაწილდება და სასწრაფოდ შეთანხმებისკენ მოუწოდათ. ერთ-ერთ გამოსავალი იმის, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია და ქუჩის აქციები დასრულდეს, გარდამავალი პლებისციტის ჩატარებაა. თუმცა ეს უნდა იყოს იმ პირობით, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა. ეს იქნება ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის კარგი ვარიანტი. ამას ალბათ, მელიას გათავისუფლებაც უნდა მოჰყვეს. სხვაგვარად სიტუაცია კიდევ უფრო ჩიხში შევა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმესი შედეგებით დასრულდება”, - დასძენს ანალიტიკოსი.

“რეგულაციების გახსნის შემდეგ, კოვიდ-19-ის ყოველდღიური მაჩვენებელი ისევ იმატებს - ვაქცინის შემოტანის კონკრეტული თარიღი ისევ არ ვიცით, ამასობაში კი ახალი შტამების გავრცელების გამო, მსოფლიო მეოთხე ტალღის საშიშროების წინაშეა. რა გველის იმ პირობებში, როცა ბრძოლის მთავარი იარაღი ჯერ კიდევ არ გვაქვს და ეკონომიკაც ექსპერტების შეფასებით კიდევ ერთ დარტყმას ვეღარ აიტანს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა როშელ ვალენსკიმ განაცხადა, რომ იმის გამო, რომ უფრო მეტად გადამდები შტამები გავრცელდა, ქვეყანა მეოთხე ტალღის საშიშროების წინაშე დადგა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მსოფლიო პანდემიის მორიგი დარტყმისთვის ემზადება - როგორ გაუძლებს მას საქართველო.

“გთხოვთ, გარკვევით მომისმინოთ - შემთხვევების ამ რაოდენობით და ახალი ვარიანტების გავრცელების გამო შესაძლოა დიდი შრომის შედეგად მიღწეული მონაპოვარი დავკარგოთ. ეს ვარიანტები ძალიან რეალური საფრთხეა ჩვენი ხალხისა და ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესისთვის”, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ მეოთხე ტალღის თავიდან ასაცილებლად კორონავირუსითან დაკავშირებით დაწესებული უსაფრთხოების ზომების დაცვა აუცილებელია. პესიმისტურ სურათს ავრცელებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც, როგორც ისინი აცხადებენ, გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის 2.6 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირასთან შედარებით, 7%-ით მეტია. ორგანიზაციის ინფორმაციით, შემთხვევებმა მოიმატა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში 14%-ით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 9%-ით, ევროპაში 9%-ით და ამერიკაში 6%-ით. ორგანიზაციისვე შეფასებით, “ლოკდაუნებისა” და ვაქცინაციის პროგრამების დახმარებით კოვიდ 19-ის გავრცელება ზოგიერთ ქვეყანაში შემცირდა, თუმცა, მიიჩნევენ, რომ ნაადრევი და არარეალურია იმაზე ფიქრი, რომ პანდემია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამასობაში კი საქართველოში შეზღუდვების დიდი ნაწილი მოიხსნა, კოვიდ-19-თან ბრძოლის მთავარი იარაღი კი არ გავქვს, ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ქვეყანა ან კარგი ხარისხის, საერთაშორისოდ აღიარებულ ვაქცინას უნდა დაელოდოს და ორი-სამი კვირით გადავადება მოითმინოს, ან ჩინურ ვაქცინაზე უარი არ უნდა ვთქვათ. “ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად დიდი ხნის წინ, გახსოვთ რა ამბავი ატყდა? ზუსტად იგივე ანგაჟირებული ტელევიზიები, პოლიტიკური ოპოზიციური ჯგუფები, რიგი ექიმები გახსოვთ, როგორ აღშფოთებას გამოთქვამდნენ და კატეგორიულად ამბობდნენ, ხალხს პირდაპირ ზაფრავდნენ, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ჩინური ვაქცინის შემოტანას; ჩვენ გვინდა ყველაზე კარგი ხარისხის ვაქცინა და ა.შ”, ამბობს ცერცვაძე, რომლის განმარტებით, “ქვეყნის ხელმძღვანელობამ ისმინა მათი და ჩინური ვაქცინა არ შემოიტანა”, - დასძენს გამოცემა.

“ველოდებით საერთაშორისოდ აღიარებულ ამერიკულ- ევროპულ ვაქცინებს. როცა ჩინური ვაქცინით აცრა დაიწყო ჩვენი მეზობლების უმეტესობამ და ძალიან ბევრმა ქვეყანამ მსოფლიოში, ახლა ამას დანაშაულად გვითვლიან, აზერბაიჯანმა, უკრაინამ, თურქეთმა დაიწყო, თქვენ ვერ დაიწყეთ. კარგი ახლა, არ შეიძლება ასეთი ორმაგი სტანდარტი. მათ ჩინური ვაქცინით დაიწყეს, რომელიც თქვენ, ოპოზიციამ უარყავით. ახლა ან ერთი პოზიცია დაიკავეთ, ან - მეორე. საქართველო ან კარგი ხარისხის, საერთაშორისოდ აღიარებულ ვაქცინას დაელოდოს, მაშინ უნდა მოვითმინოთ ორი-სამი კვირით გადავადება. ან არ უნდა ვთქვათ უარი ჩინურ ვაქცინაზე, რუსულს არ ვახსენებ. მაშინ ჩვენც იმ ქვეყნებს გავუტოლდებით, რომელთაც ჩინური ვაქცინით ვაქცინაცია დაიწყეს. ვიყოთ სამართლიანები. ვთქვათ, რომ ჩვენც გვინდა ჩინური ვაქცინა, ან ჩინური არ გვინდა, მაშინ, ნუ არის ნიშნის მოგება, ქილიკი, ლანძღვა, რატომ დაიგვიანა ორი-სამი კვირით ვაქცინამ”,- აცხადებს ცერცვაძე. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ კორონავირუსის მესამე ტალღის შემთხევაში, ქვეყნის ეკონომიკა მორიგ დარტყმას ვეღარ აიტანს”, - წერს სტატიის ავტორი.

“ჩემი აზრით ქვეყნის ეკონომიკა კიდევ ერთ დარტყმას და ტალღას ვეღარ აიტანს, იმიტომ, რომ თუ შარშან სახელმწიფომ დაახლოებით 10 მილიარდი ლარის მოცულობის კრედიტი აიღო და ერთჯერადი გარკვეული დახმარებების გაცემა შეძლო, წელს ქვეყანას კრედიტის აღება გაუჭირდება, იმიტომ, რომ საგარეო ვალი 60%-ის ნიშნულს მიუახლოვდა. ეს უკვე საგანგაშო მაჩვენებელია, იმიტომ, რომ ამ მაჩვენებლის ზემოთ კრედიტები აღარ გაიცემა, ყოველ შემთხვევაში, შეღავათიანი კრედიტები არ გაიცემა, ამიტომაც, ქვეყნის ეკონომიკა, რა თქმა უნდა, ვერ გაუძლებს და გაუჭირდება მით უმეტეს, როდესაც იანვარში მთლიანი შიდა პროდუქტი 11.5%-ით შემცირდა, ამიტომაც, შესაძლებელია ვითარება კიდევ უფრო გაუარესდეს. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ საქართველოში ჯერ გარკვეული შეზღუდვები მოიხსნა და ამ დროს ვაქცინაცია არ დაწყებულა, რომელიც თებერვლის ბოლოს უნდა შემოსულიყო, ჯერ ვაქცინაცია უნდა დაწყებულიყო და სადაც ამდენი ვითმინეთ, ეკონომიკა მერე გაეხსნათ, ესაა რეალობა. ოპტიმიზმის საფუძველს კი ის იძლევა, რომ გარკვეული პროექტები ექსპლუატაციაში შევიდა”- აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“კორონავირუსის პირობებში საქართველოში დაახლოებით 300 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა. რაც შეეხება უმუშევრობის მაჩვენებელს, აქ ორი განსხვავებული სტატისტიკაა, ანუ ოფიციალური მაჩვენებელი 14-15% იყო, ახლა შესაძლოა 20% იყოს, მაგრამ ამ დროს უმუშევართა რაოდნობა უფრო მეტია, იმიტომ, რომ თვითდასაქმებულად ითვლება ის ადამიანი, რომელსაც სოფელში კარმიდამო აქვს, ამ დროს თავად ეს ადამიანები თვლიან რომ უმუშევრები არიან. სოფლის მეურნეობაში ოფიციალურად შრომისუნარიანი ადამიანების 30%-ზე მეტია დასაქმებული, თუმცა, ბევრი მათგანი დღეს სოფელში არ ცხოვრობს და თუ ის თვითდასაქმებულად ითვლება, ამ დროს რეალურად ის დასაქმებული არაა. ეკონომიკის შემცირება სამუშაო ადგილების დაკარგვას იწვევს, ამ შემთხვევაში სადღაც 3-4 წელი დასჭირდება იმას, რომ ბევრი ადამიანი კვლავ დასაქმდეს, შესაძლოა ეს პროცესი დაჩქარდეს თუ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები წარმატებით იქნება განხორციელებული”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რესურსები იწურება და მომდევნო ტალღის პირობებში კომპენსაციების გაცემა გაცილებით რთული იქნება, ამას ემატება ის, რომ პროდუქტებზე ფასები იზრდება, ადამიანები შემოსავლის 70%-ზე მეტს საკვებზე ხარჯავს. აქამდე მოსახლეობას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ სახელმწიფოსგან ელექტროენერგიაზე და ბუნებრივ აირზე შეღავათი მიეღო, დღეს ესეც გაცილებით რთული იქნება, ამას ემატება საწვავზე ფასების ზრდა, შესაბამისად, ეს ტრანსპორტზრე ფასის ზრდას იწვევს. ერთის მხრივ შეღავათების გაუქმება და მეორეს მხრივ ფასების ზრდა, უფრო მეტი ადამიანის უკმაყოფილებას გამოიწვევს იმ სოციალურ ეკონომიკური ვითარების, რომელიც დღეს ქვეყანაშია”, - მიიჩნევს ჩიტაძე.

“დასავლეთმა რუსეთს, ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო სანქციები დაუწესა, აღნიშნულ ფაქტს კი მალევე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყება და ამერიკელ კოლეგებს მოუწოდა, რომ “ცეცხლს ნუ ეთამაშებიან”. რას ნიშნავს აღნიშნული რიტორიკა რუსეთის მხრიდან და რამდენად ადექვატური იყო ევროკავშირის სანქციები. რუსეთის მიმართ დასავლეთის სანქციებს ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო, “რეზონანსთან” პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი და “ჯიპას” ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე გამოეხმაურა. მისი აზრით დასავლეთის მხრიდან რუსეთის მიმართ სანქციების დაწესება სრულიად ადეკვატური ნაბიჯია და ის იმედოვნებს, რომ არსებული სანქციები უფრო მეტად გამკაცრდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რამდენად ეფექტურია ნავალნის მოწამვლის გამო დასავლეთის სანქციები რუსეთზე.

“სრულიად ადეკვატური ნაბიჯია, არა თუ ადეკვატური, არამედ კიდევ უფრო რომ გამკაცრდეს, უკეთესი იქნება, რადგან რუსეთმა უნდა გადაიხადოს ფასი იმისათვის, რასაც აკეთებს თავის ტერიტორიაზე და სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც. ამიტომ, მიმაჩნია, რომ აღნიშნული ნაბიჯი დასავლეთის მხრიდან სწორია და მიანიშნებს იმ მწყობრ პოლიტიკაზე, რომელსაც დასავლეთი ახორციელებს დემოკრატიის დაცვის კონტექსტში. რაც შეეხება რუსეთის რეაქციას. ვფიქრობ, სრულიად მოსალოდნელი იყო, თუმცა არ მგონია, რომ აღნიშნული რიტორიკა - “ცეცხლთან თამაში” რაიმე შინაარს შეიცავდეს, იმიტომ, რომ დასავლეთს ნამდვილად აქვს რუსეთზე ზემოქმედების ბერკეტები და რუსეთს დასავლეთზე ზემოქმედების ბერკეტები, ჩემი აზრით, ნაკლებად გააჩნია, როგორც არ უნდა ცდილობდეს ამას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

“ევროკავშირმა და აშშ-მ კი, ოპოზიციონერ, ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით რუს მაღალჩინოსნებს და კომპანიებს სანქციები დაუწესეს. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, აშშ-მა 7 რუსი კერძო პირისა და 14 დაწესებულების წინააღმდეგ გამოსცა სანქციები. ევროკავშირმა კი, ევროპაში მოგზაურობაზე აკრძალვები დაუწესა და აქტივები გაუყინა ოთხ რუს მაღალჩინოსანს: რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელ ალექსანდრ ბასტრიკინს, გენერალურ პროკურორ ოჰორ კრასნოვს ეროვნული გვარდიის უფროს ვიქტორ ზოლოტოვს და ფედერალური პენიტენციური სერვისების დირექტორ ალექსანდრ კალაშნიკოვს. ბრიუსელის ინფორმაციით აღნიშნული პირები ნავალნის თვითნებურ დაპატიმრებაში და საპროტესტო აქციების მონაწილეების რეპრესიებში მონაწილეობდნენ”, - დასძენს გამოცემა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია