აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს შსს-ს მიერ ჩატარებულ ღონისძიებებზე წერს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის 2021 წლის ანგარიშში, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით 2020 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ ღონისძიებებზეა საუბარი.

შსს-ს ინფორმაციით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2020 წლის აპრილში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი მუშაობის შედეგად, ბათუმში 40 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2020 წელს საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის რაოდენობა, 2019 წელთან შედარებით, 32 პროცენტით შემცირდა.

„2019 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა სპეციალური დანაყოფი, რომელიც მუშაობს ნარკოტიკული საშუალებების ონლაინვაჭრობის თემატიკაზე. 2020 წლის განმავლობაში, წარმატებული მუშაობის შედეგად, აღნიშნულმა დანაყოფმა ამოიღო: 70 ლიტრი თხევადი „ალფა-პვპ“ და 20 კილოგრამი „ალფა-პვპ“, 4 380 აბი „მდმა“ და 964 აბი „სუბუტექსი“,- ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ 2020 წელს საქართველოში ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული დანაშაულის რაოდენობა 32%-ით შემცირდა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება