ენტონი ბლინკენი - მსოფლიოში ავტორიტარიზმი და ნაციონალიზმი იზრდება, მთავრობები ნაკლებად გამჭვირვალე ხდება და ხალხის ნდობას კარგავს

Freedom House–ის ახალი ანგარიში ერთგვარი გამოსაფხიზლებელია ჩვენთვის. მსოფლიოში ავტორიტარიზმი და ნაციონალიზმი იზრდება, მთავრობები ნაკლებად გამჭვირვალე ხდება და ხალხის ნდობას კარგავს. არჩევნები სულ უფრო ხშირად ხდება ძალადობის აალების წერტილი, კორუფცია მატულობს. პანდემიამ კი ეს ტენდენციები დააჩქარა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დემოკრატიას დაცვა და გაძლიერება არა მხოლოდ სხვა ქვეყნებში, არამედ შეერთებულ შტატებშიც სჭირდება, სადაც დეზინფორმაცია მძვინვარებს და სტრუქტურული რასიზმი და უთანასწორობა მილიონობით ადამიანის ცხოვრებას აუარესებს.

„ჩვენი დემოკრატიის გაძლიერება საგარეო პოლიტიკის აუცილებელი ნაწილია. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმას გავაკეთებთ, რაც ჩვენს მოწინააღმდეგეებსა და კონკურენტებს, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი სურთ, რომლებიც იყენებენ ყველა შესაძლებლობას, რომ ეჭვი შეიტანონ ჩვენი დემოკრატიის სიძლიერეში“, - აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, აშშ წაახალისებს სხვა ქვეყნებს იმისთვის, რომ გაატარონ მნიშვნელოვანი რეფორმები, გააუქმონ ცუდი კანონები, ებრძოლონ კორუფციას და შეწყვიტონ უკანონო პრაქტიკა.

„თუმცა, ჩვენ არ წავახალისებთ დემოკრატიას სამხედრო ინტერვენციებით ან ავტორიტარული რეჟიმების ძალისმიერი დამხობის მცდელობით. ჩვენ ეს ტაქტიკა წარსულში ვცადეთ. როგორი კეთილი ზრახვაც არ უნდა ჰქონოდა, ამან არ იმუშავა“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

მისი თქმით, ძლიერი დემოკრატიის მქონე ქვეყნები უფრო სტაბილური, ღია და უკეთესი პარტნიორები არიან აშშ-სთვის, უფრო ერთგულები ადამიანის უფლებების მიმართ და ნაკლებად მიდრეკილი კონფლიქტისკენ.

„როდესაც დემოკრატია სუსტია, მთავრობებს არ შეუძლიათ საკუთარი მოქალაქეებისთვის წარმატების უზრუნველყოფა ან ქვეყანა იმდენად პოლარიზებული ხდება, რომ რთულია რაიმეს გაკეთება, რადგან ისინი უფრო დაუცველები ხდებიან ექსტრემისტული მოძრაობების მიმართ. ისინი ნაკლებად სანდო პარტნიორები ხდებიან აშშ-სთვის“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

მისივე თქმით, დემოკრატიის განახლების გარდა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გეგმა ითვალისწინებს: კოვიდ 19-ის პანდემიის შეჩერებასა და გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების გაძლიერებას, უფრო სტაბილური და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას, ჰუმანური და ეფექტური საიმიგრაციო სისტემის შექმნას, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ურთიერთობების განახლებას, კლიმატთან დაკავშირებული კრიზისის გადალახვას, ტექნოლოგიებში ლიდერის როლის შენარჩუნებას და 21-ე საუკუნის „უდიდეს გეოპოლიტიკური ტესტის“ - ჩინეთთან ურთიერთობის ჩაბარებას.

იხილეთ ვიდეო:ენტონი ბლინკენი - მსოფლიოში ავტორიტარიზმი და ნაციონალიზმი იზრდება, მთავრობები ნაკლებად გამჭვირვალე ხდება და ხალხის ნდობას კარგავს

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ