შალვა პაპუაშვილი - საარჩევნო სისტემა და ადმინისტრაციების დაკომპლექტება საექსპერტო საკითხი არაა, თუკი პარტიებს აქვთ შენიშვნა, პარლამენტში შემოვიდნენ და მოსაზრებები გაგვიზიარონ

საარჩევნო სისტემა და საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტება საექსპერტო საკითხი არ არის, ეს პოლიტიკური საკითხია! - თუკი პარტიებს აქვთ შენიშვნა, მათ ჯიბეში უდევთ მანდატი, შეუძლიათ პარლამენტში შემოვიდნენ და საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარონ, - აღნიშნული შეფასება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა იმ კრიტიკის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც საარჩევნო სისტემასთან და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პარტიულ ნაწილთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააჩნიათ.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ყველა პროცედურულ საკითხზე, რომელიც შეეხება საარჩევნო დავებს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ტექნოლოგიებს, აბსოლუტური თანხვედრაა.

“ჩვენი დათქმაა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში წევრის დანიშვის უფლება იმ პარტიებს ექნება, რომელიც საბოტაჟის რეჟიმიდან საპარლამენტო მუშაობის რეჟიმში გადავა და პარლამენტში შევა. ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებს საკუთარი კრიტიკული მოსაზრება აქვს. ეს გასაგებია, მაგრამ როგორც საარჩევნო სისტემა, ასევე ადმინისტრაციების დაკომპლექტება არის როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური საკითხი, ამიტომ მასზე შეთანხებას სხვა ფორმატი სჭირდება - პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა თქვან, რომ პარლამენტში შემოდიან და იღებენ მანდატს, რომელიც მათ აქვთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს შალვა პაპუაშვილმა.

“საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საბოლოო ვარიანტით, ცესკოსა და საოლქო კომისიების წევრთა რაოდენობა 17-მდე იზრდება და 8-პროფესიული და 9-პარტიული წევრის პრინციპით დაკომპლექტდება. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციებში 9 წევრს პარტიები შემდეგ შემთხვევაში დანიშნავენ: თუ პარტიას მიეკუთვნა პარლამენტის წევრის მანდატი, ეკუთვნის საბიუჯეტო დაფინანსება და ჰყავს სულ მცირე ერთი წევრი მაინც, რომელიც პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას ახორციელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა