საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს ესტუმრნენ

დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში - ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა და უნივერსიტეტის რექტორმა - პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, უნივერსიტეტში საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს - საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსს კრისტენ შვაიცერს და კულტურის ატაშეს კრისტოფერ ანდერსონს უმასპინძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს კიბერუსაფრთხოების ახალი ამერიკული საბაკალავრო პროგრამა, რომლის დანერგვასაც წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი უახლოეს ხანებში გეგმავს ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანს უნივერსიტეტთან ერთად.

„უნივერსიტეტი მადლობას მოახსენებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებს სტუმრობისა და გაწეული დახმარებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს