ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარებული 175 ტესტის შედეგად, კოვიდ -19 გამოუვლინდა 23 ადამიანს.

მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, გუდაუთის საავადმყოფოში 20 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის მძიმე მდგომარეობაშია 8 პაციენტი, 17-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მთლიანობაში ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 12 931 ადამიანს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 12 390.

კორონავირუსით ოკუპირებულ აფხაზეთში ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 203-მდე გაიზარდა.