გიგი წერეთელი - პლებისციტი უნდა გვესმოდეს, როგორც ერთ-ერთი გზა, რომ ვადამდელ არჩევნებამდე მივიდეთ

პლებისციტი უნდა გვესმოდეს, როგორც ერთ-ერთი გზა, რომ ვადამდელ არჩევნებამდე მივიდეთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ვიღაცას მოსწონს პლებისციტი, ვიღაცას არ მოსწონს, თუმცა აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ოპოზიცია მთავარ საკითხში ერთიანია.

„ის რომ ვადამდელ არჩევნების დანიშვნის ტექნოლოგიების, ტაქტიკასთან დაკავშირებით გარკვეული მოსაზრებები იყოს, ეს არაფერს არ ცვლის. ოპოზიციის მთავარი ამოცანაა, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოხერხდეს. ესაა ძირითადი საშუალება, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს. ეს ითქვა შარლ მიშელთან შეხვედრის დროსაც. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მთავარია ეს საკითხები დიალოგით გადაიჭრას. ეს პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესშია. პლებისციტი უნდა გვესმოდეს, ერთ-ერთი გზაა მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე. ვიღაცას მოსწონს პლებისციტი, ვიღაცას არ მოსწონს, ეს ნორმალურია და აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ოპოზიცია მთავარ საკითხში ერთიანია. მთავარია დაიწყოს ეს მოლაპარაკებები, სწორედ ამიტომაა ამაში მთელი მსოფლიო ჩართული“, - განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში მიმართვისას აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება არა პლებისციტი, არამედ რიგგარეშე არჩევნები.

„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პლებისციტის მოდელზე დათანხმება, რომელსაც თავს ივანიშვილი გვახვევს”, - განაცხადა სააკაშვილმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ