ირაკლი ანთაძე - ერგნეთის შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის პრიორიტეტულია უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების უპირობოდ გათავისუფლება

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში რიგით 98-ე შეხვედრა მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, განსახილველ საკითხებს შორის პრიორიტეტულია უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების უპირობოდ გათავისუფლება.

„შეხვედრის მთავარ საკითხს წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლება, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უკანონო, ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს. ჩვენ ვაპირებთ, კიდევ ერთხელ დავსვათ უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის უპირობო გათავისუფლების საკითხი. როგორც მოგეხსნებათ, აღნიშნული საკითხი გაჟღერებულია სხვადასხვა მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმებზე, გვაქვს ჩვენი პარტნიორების სრული მხარდაჭერა, შესაბამისად, დღევანდელ შეხვედრაზეც აღნიშნული საკითხი იქნება პრიორიტეტული. შეხვედრაზე დასმულ საკითხებს შორის ასევე შედის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული უკანონო წვრთნები“, - განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 98-ე შეხვედრა ხუთთვიანი პაუზის შემდეგ იმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა