მურატ ჯიოევი - შეხვედრაზე საზღვრის უსაფრთხოებასა და სოფელ უისტასთან უკანონო ბლოკპოსტთან დაკავშირებული საკითხების დაყენებას ვაპირებთ

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი პოსტკონფლიქტურ საკითხებში, მურატ ჯიოევი აცხადებს, რომ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე ე.წ. „საზღვრის“ უსაფრთხოებისა და სოფელ წნელისთან „უკანონოდ განთავსებულ“ საგუშაგოსთან დაკავშირებულ საკითხებს დააყენებენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

”შეხვედრაზე დაგეგმილია საზღვრის უსაფრთხოებასთან, სოფელ უისტასთან განთავსებულ არალეგალურ ბლოკპოსტსა და სასაზღვრო რეგიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული საკითხების დაყენება,“- აღნიშნა ჯიოევმა.

შეგახსენებთ, რომ ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 98-ე შეხვედრა იმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა