მამუკა მდინარაძე “ჰერითიჯის“ ფონდის კვლევაზე - საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების უკლებლივ ყველა ასპექტში წინსვლა აქვს, დღეს ეკონომიკა ეტაპობრივი აღდგენის გზაზეა

საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების უკლებლივ ყველა ასპექტში წინსვლა აქვს - დღეს ეკონომიკა ეტაპობრივი აღდგენის გზაზეა, - აღნიშნული შეფასებით ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამერიკული ორგანიზაციის “ჰერითიჯის“ ფონდის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.

როგორც მდინარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, 2021 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, საქართველო 77.2 საერთო ქულით, მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპის რეგიონის 45 სახელმწიფოს შორის მე-7 ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად არის დასახელებული.

მისივე თქმით, საქართველო მოთავსებულია ინდექსის უმეტესწილად თავისუფალი ეკონომიკების ჯგუფში.

“ფონდის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია, ხოლო საინვესტიციო გარემო მიმზიდველი, რაც კორონავირუსით გამოწვეული რთული ეკონომიკური კრიზისის დაძლევისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რადგანაც პანდემიის დასრულებასთან ერთად, ეკონომიკის აღდგენის გზაზე, ჩვენს ქვეყანას დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა, ახალი ბიზნესების დაწყება სჭირდება, რაც საბოლოოდ სიღარიბის მაქსიმალურად შემცირებაზე, მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზე, მათ დასაქმებასა და კეთილდღეობაზე აისახება. საქართველოს, ეკონომიკური თავისუფლების უკლებლივ ყველა ასპექტში წინსვლა აქვს, რაც სხვადასხვა სფეროში ხელისუფლების წარმატებულ ნაბიჯებთან და რეფორმებთანაა დაკავშირებული, როგორიცაა კორუფციასთან ბრძოლა, სასამართლოს ეფექტიანობა და მიუკერძოებლობა, გადასახადების გამარტივება, თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები და ა.შ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე იმასაც ამბობს, რომ ხელისუფლება ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვას, მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და ბიზნესის სტიმულირებას შორის ოქროს შუალედის დაცვაზეა ორიენტირებული.

მისივე განცხადებით, საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში, ბიზნესის კეთების სიმარტივითა და ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყნის სტატუსით კვლავაც მოწინავე პოზიციებზეა, რაც იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ ქვეყანა სწრაფად დაუბრუნდება ეკონომიკური ზრდის იმ ტემპს, რაც პანდემიამდე იყო და რასაც თითოეული ოჯახი საკუთარ თავზე იგრძნობს.

გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
23-25 სექტემბერს საქართველოში ჩინური გამოფენა-გაყიდვა World Trade Expo Georgia 2023 ჩატარდება
კახა ოქრიაშვილი - თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით
„ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
„დანკინმა“ განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსი მიიღო