ირაკლი ანთაძე - შეუძლებელია რაიმე წარმატებულ ნაბიჯზე საუბარი, თუ არ იქნება თავისუფალი გადაადგილება და ამით შეილახება ადამიანის ფუნდამენტური უფლება

შეუძლებელია რაიმე წარმატებულ ნაბიჯზე საუბარი, თუ არ იქნება თავისუფალი გადაადგილება და ამით შეილახება ადამიანის ფუნდამენტური უფლება, - ამის შესახებ, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართული რიგით 98-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ, სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ოკუპირებული ახალგორის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააფიქსირეს პოზიცია, რომ კოვიდრეგულაციების სრული დაცვით, გაიხსნას და აღდგეს თავისუფალი გადაადგილება ახალგორიდან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე.

„რაც შეეხება ახალგორის მოსახლეობას, გადაადგილების უკანონოდ შეზღუდვამ შეუქმნა არსებითი პრობლემები, ვინაიდან, მოსახლეობა და ცალკეული პირები, რომლებიც საჭიროებენ ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ისინი ამ შესაძლებლობას არიან მოკლებულნი. ამ საკითხზე მსჯელობა გვქონდა, ჩვენი პოზიციაა, რომ კოვიდრეგულაციების სრული დაცვით, გაიხსნას და აღდგეს თავისუფალი გადაადგილება. შეუძლებელია რაიმე წარმატებულ ნაბიჯზე საუბარი, თუ არ იქნება თავისუფალი გადაადგილება და ამით შეილახება ადამიანის ფუნდამენტური უფლება", - განაცხადა ირაკლი ანთაძემ. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მომდევნო, რიგით 99-ე შეხვედრა ერგნეთში 23 აპრილს გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა