ოკუპირებულ აფხაზეთში დე - ფაქტო პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის სახლიდან საბრძოლო მასალები ამოიღეს

ოკუპირებული აფხაზეთის საერთაშორისო საკითხებში დე - ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწის ახრა ავიძბას საცხოვრებელი სახლიდან ე.წ. შსს-ს თანამშრომლებმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები ამოიღეს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

ამოღებულ საბრძოლო იარაღს შორისაა სხვადასხვა კალიბრის ტყვიები, ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარები, ხელის ტყვიამფრქვევები, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, პისტოლეტები, ასევე რადიოგადამცემები.

ამოღებული მასალები გადაგზავნილია ექსპერტიზაზე.

ახრა ავიძბა ე.წ. ძალოვანებმა 4 მარტს საღამოს დააკავეს. ნათესავების განცხადებით, მისი დაკავების მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ავიძბას თან ახლდა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან ჩასული უკანონო შეიარაღებული „მოქალაქეები“. ავიძბასთან ერთად დაკავებული არიან აღნიშნული შეიარაღებული პირებიც.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა