შალვა პაპუაშვილი - არანაირი საფუძველი სანქციებისთვის არ არსებობს და ასეთი მოლოდინი ჩვენ არ გაქვს

არანაირი საფუძველი სანქციებისთვის რა თქმა უნდა, არ არსებობს და ასეთი მოლოდინი ჩვენ არ გაქვს, - აღნიშნულით „ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას უპასუხა, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის და ქვეყნისთვის მოსალოდნელი სანქციების დაწესებას ეხებოდა.

„ეს გახლავთ ჩვენი ოპონენტების მხრიდან კიდევ ერთხელ საუბარი ცარიელ ჰაერზე, ისე, რომ ამის არანაირი არგუმენტი არ აქვთ. საუბარი ბევრი შეუძლიათ, თუმცა, იმის საფუძველი, რაიმე რისკი, რომ ვინმეს, ქვეყანას რამე სანქცია დაუწესდეს, არ არსებობს. ჩვენი ოპონენტები თავისი განცხადებებით და ქმედებებით, ზოგადად აფერხებენ ქვეყნის განვითარებას და აზიანებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ქვეყნის გარეთ. ეს მათი მოქმედების ერთ-ერთი ტაქტიკაა, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ ქვეყანას, რომ ამ ზიანმა გამოიწვიოს უკმაყოფილება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ამ უკმაყოფილებამ გამოიწვიოს მღელავრება, ამ მღელვარებამ გამოიწვიოს პროტესტი და შემდეგ ამ პროტესტის ტალღაზე იქნებ, რამენაირად შეძლონ ძალაუფლების მოპოვება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა