სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)

გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელის, ბატონი უჩა სეთურის განცხადებებს, რომელიც მან გააკეთა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, კომუნიკაციების კომისიის წევრობის კანდიდატთა განხილვის პროცესთან დაკავშირებით. ის აკრიტიკებს კომიტეტს, რომელმაც მისი აზრით, მხოლოდ „საკუთარ ინტერესებზე მორგებულ“ ორ მონოპოლისტ კომპანიას მისცა შესაძლებლობა გამოეთქვა საკუთარი აზრი კანდიდატების თაობაზე.

თავშივე უნდა განვაცხადოთ, რომ კომიტეტის სხდომა იყო საჯარო, მასზე ყველას შეეძლო როგორც დასწრება, ასევე საკუთარი პოზიციის გამოხატვა.

მსგავსი შეფასება არ გაუკეთებია არცერთ ქართველ თუ საერთაშორისო ექსპერტს, არასდროს ყოფილა მსგავსი შეფასება კომუნიკაციების კომისიის მხრიდან და მხოლოდ ერთი ადამიანის მოსაზრება ალბათ ბაზრის მდგომარეობას ვერ შეცვლის.

რაც შეეხება სინამდვილეს, საქართველოს კავშირგაბმულობის ბაზარზე მოქმედებს ათობით სატელეკომუნიკაციო კომპანია, მობილურ სექტორში მუშაობს სამი სრულყოფილი ოპერატორი, რომლებმაც შექმნეს და განავითარეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ხარისხის ქსელები, დანერგილია ბოლო თაობის ტექნოლოგიები, ხოლო მობილური მომსახურების ფასები და ერთ აბონენტზე შემოსავლები კი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპაში. რაც შეეხება ფიქსირებულ საკომუნიკაციო ბაზარს, აქაც მაღალი კონკურენცია, ორი დიდი ოპერატორის გარდა ათობით საშუალო და პატარა კომპანია ოპერირებს.

საკომუნიკაციო ბაზარი მთლიანად გახსნილია ნებისმიერი ინვესტორისთვის და მათი საბაზრო წილი კომპანიების მიერ განხორციელებული გრძელვადიანი ინვესტიციებით განისაზღვრება. აქედან გამომდინარე, ყოველგვარ საღ აზრს მოკლებულია იმის მტკიცება, რომ მხოლოდ „ორი კომპანია ქმნის ტელეკომ სექტორში ამინდს და იმსახურებს აზრის კითხვას“. ჯერ ერთი, კომუნიკაციების კომისია ბაზრების რეგულირებას სწორედ მცირე და საშუალო ბიზნეს სუბიექტების ბაზრებზე თავისუფალი შემოსვლისა და მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე ორიენტირებით ახორციელებს, ხოლო მეორე, აღნიშნული არც რაიმე მტკიცებულებებითაა დასაბუთებული. სატელეკომუნიკაციო ბაზარზე პოტენციური მეწარმე სუბიექტების შემოსვლა მარტივი ავტორიზაციის საფუძველზე ხდება და ბაზარზე ავტორიზებულ პირთა რიცხვი, კომისიის მონაცემებით საკმაოდ დიდია.

ყველაფერ ამის ფონზე კი ძალიან უცნაურად ჩანს საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მონოპოლიის არსებობაზე საუბარი. გაურკვეველია, რას ემსახურება ასეთი ფორმით ბაზრის წარმოჩენა, ან იმ კომპანიების რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება, რომლებიც ყოველწლიურად ასობით მილიონის ინვესტირებას აკეთებენ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაში. მხოლოდ სილქნეტის მიერ ინვესტირებული თანხა 600 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასეთი განცხადებები არის მიუღებელი და საფუძველს მოკლებული. ვფიქრობთ, საკმაოდ ნათელია, რომ ეგრეთ წოდებულ „მონოპოლისტ კომპანიებს“ მუდმივად დაძაბული კონკურენციისა და გამოწვევების პირობებში უხდებათ საქართველოს ბაზარზე ოპერირება. განსაკუთრებით კი COVID19-ის გამო შექმნილ უმძიმეს დროს, როდესაც ჩვენს ქსელზე დატვირთვა წარმოუდგენლად არის გაზრდილი. ამ დატვრთვას ქსელი დღეს უპრობლემოდ უძლებს. ეს სწორედ იმ ძალისხმევის შედეგია, რაც ჩვენ ამ უდიდესი სირთულეებისა და კონკურენციის პირობებში გავწიეთ.

ვაცხადებთ, რომ ჩვენ ყოველთვის მომხრე ვართ სრული გამჭვირვალობის, მივმართავთ მარეგულირებელ კომისიასთან სამართლიანი და ღია მოლაპარაკებების გზას და ყოველთვის მივესალმებით ამ გზით მიღწეული კონსენსუსის ნიაგადზე მიღებულ გადაწყვეტილებებს.

ამჯერადაც გვჯერა, რომ ყველა იმ საკითხის გადაწყვეტა, რაც დღეისათვის დგას დღის წესრიგში, მოხდება ასეთივე სამართლიანი მოლაპარაკებების გზით მარეგულირებელ კომისიასა და ყველა ჩართულ მხარეს შორის. გვჯერა, რომ ამ საკითხებში გათვალისწინებული იქნება ყველა ის გამოწვევა, რაც დღეს არსებული ჯანსაღი კონკურენციის თანმდევია. ხოლო უსაფუძვლო და ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადებები სექტორში მონოპოლიზაციის არსებობის შესახებ, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. სასურველია, რომ ნებისმიერი განცხადება და პოზიცია დაფიქსირებულ იქნას დიალოგისა და მსჯელობის რეჟიმში, მარეგულირებელ ორგანოსა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ჩართულობით.

(R)

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ