პაპი ფრანცისკე ერაყის ყველაზე დიდ კათოლიკურ ტაძარს ესტუმრა

რომის პაპი ფრანცისკე ერაყში 4-დღიანი ვიზიტის დროს ქალაქ მოსულის ყველაზე დიდ კათოლიკურ ტაძარს ესტუმრა.

კათოლიკური ტაძარი ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, რომელსაც წლების განმავლობაში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები აკონტროლებდნენ. საომარი მოქმედებების დროს ტაძარი ნაწილობრივ დაინგრა. პაპმა ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

”რა საშინელებაა, რომ ამ ქვეყანამ, ცივილიზაციის აკვანმა, ასეთი ბარბაროსული დარტყმა გადაიტანა, გაანადგურეს უძველესი სალოცავი ადგილები და ათასობით ადამიანი - მუსლიმები, ქრისტიანები, იეზიდები და სხვები“ , - განაცხადა მან.

წინა დღეებში კი პაპი ბაღდადში ერაყის პრემიერ-მინისტრ მუსტაფა ალ-ქადიმსა და ერაყელი შიიტების უმაღლეს სასულიერო პირს, აიათოლა ალი ალ სისტანს შეხვდა. BBC-ის ინფორმაციით, პაპის დასაცავად ქვეყანაში ერაყის უსაფრთხოების ძალების 10 000 წევრია განლაგებული, ხოლო კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვისთვის დაწესებულია 24 -საათიანი „კომენდანტის საათი“.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს