პაპმა ფრანცისკემ ერაყში ვიზიტი დაასრულა

პაპმა ფრანცისკემ ერაყში ვიზიტი დაასრულა

რომის პაპმა ფრანცისკემ ერაყში ვიზიტი დაასრულა და მისი თვითმფრინავი ბაღდადიდან უკვე აფრინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში პაპმა ოთხი ქალაქი მოინახულა, მათ შორის მოსული, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი დასაყრდენი, სადაც უზარმაზარი ტერიტორიები კვლავ ნანგრევებადაა ქცეული.

პაპმა ფრანცისკემ ვიზიტის დროს ერაყელებს განუცხადა, რომ "მშვიდობა უფრო ძლიერია, ვიდრე ომი" და რომ ერაყი მუდამ მის გულში დარჩება.

აღსანიშნავია, რომ რომის პაპმა ერაყელი შიიტების უმაღლეს სასულიერო პირთან, აიათოლა ალი ალ სისტანთან პირველი შეხვედრა გამართა.

ერაყელები რომის პაპის ვიზიტს მიესალმნენ და განაცხადეს, რომ ეს იყო შანსი, მსოფლიოს მათი მუდმივად კრიზისში მყოფი ქვეყნისთვის ახლებურად შეეხედა.

იხილეთ ვიდეო:პაპმა ფრანცისკემ ერაყში ვიზიტი დაასრულა

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
პაპმა ფრანცისკემ ერაყში ვიზიტი დაასრულა

რომის პაპმა ფრანცისკემ ერაყში ვიზიტი დაასრულა და მისი თვითმფრინავი ბაღდადიდან უკვე აფრინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში პაპმა ოთხი ქალაქი მოინახულა, მათ შორის მოსული, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი დასაყრდენი, სადაც უზარმაზარი ტერიტორიები კვლავ ნანგრევებადაა ქცეული.

პაპმა ფრანცისკემ ვიზიტის დროს ერაყელებს განუცხადა, რომ "მშვიდობა უფრო ძლიერია, ვიდრე ომი" და რომ ერაყი მუდამ მის გულში დარჩება.

აღსანიშნავია, რომ რომის პაპმა ერაყელი შიიტების უმაღლეს სასულიერო პირთან, აიათოლა ალი ალ სისტანთან პირველი შეხვედრა გამართა.

ერაყელები რომის პაპის ვიზიტს მიესალმნენ და განაცხადეს, რომ ეს იყო შანსი, მსოფლიოს მათი მუდმივად კრიზისში მყოფი ქვეყნისთვის ახლებურად შეეხედა.

იხილეთ ვიდეო:პაპმა ფრანცისკემ ერაყში ვიზიტი დაასრულა

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025