ხათუნა სამნიძე - არავინ აპირებს, რაიმე საბაბი მისცეს ხელისუფლებას იმისთვის, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალოს - ველოდებით კონკრეტულ ნაბიჯებს

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, „ქართული ოცნება“ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

როგორც მან ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს, უფრო მეტად დაფიქრდნენ და გაიაზრონ, რა ვითარებაშია დღეს ხელისუფლება.

„ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ ვითარება ძალიან დამძიმდა. ეს დარტყმა „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენგან დამოუკიდებლად მიიღო. „ქართული ოცნება“ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. პირადად, მიმაჩნია, რომ ამ მოლაპარაკებებზე ღარიბაშვილი და მთლიანად „ქართული ოცნება“ ძალიან დაზიანებულია, ასეთ ვითარებაში მათ მოუწევთ, უფრო მეტად დაფიქრდნენ და გაიაზრონ, რა ვითარებაშია დღეს ხელისუფლება, რამდენად მნიშვნელოვანია რიგგარეშე არჩევნები და ამ კრიზისის გადალახვა. კარგი იქნებოდა, ამ მოლაპარაკებებზე ისეთი ადამიანი იჯდეს „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელიც რაიმე ტიპის კითხვებს არ გამოიწვევს. ღარიბაშვილის ჩანაწერების შემდეგ ჩანს, რომ ის პირადად იყო დანაშაულის ორგანიზებაში ჩართული“, - განაცხადა სამნიძემ.

მისი თქმით, დღეს მთავარი საკითხი არის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების გაგრძელება, რისთვისაც ოპოზიცია მზად არის.

„ყველა პარტია, ვინც ამ ფორმატში ვართ, მზად ვართ, გავაგრძელოთ მოლაპარაკებები. რაც შეეხება როგორ და რა ფორმატით, ეს ტაქტიკის საკითხია, შეიძლება ვინმეს სხვა პოზიცია ჰქონდეს, მაგრამ არავინ აპირებს, რაიმე საბაბი მისცეს ხელისუფლებას იმისთვის, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალოს. ველოდებით კონკრეტულ ნაბიჯებს, დასახელებულია კონრეტული ვადა 16 მარტი, სადაც უნდა ვნახოთ, რომ ხელისუფლებამ ნაბიჯები გადადგა“,-განაცხადა სამნიძემ.

მის თქმით, აქციებთან დაკავშირებით ოპოზიციის გეგმები უცვლელია.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო