ლევან სამუშია - ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო არა სავარაუდო, ორგანიზებულ დანაშაულზე, არამედ იმაზე, რატომ გვითხარით დანაშაულის შესახებო

ჩანაწერების შინაარსზე გამოძიება არ დაიწყეს იმიტომ, რომ უნდა დაეკითხათ ბერა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრად წოდებული ღარიბაშვილი და შესაბამისად, კვლევა უნდა წასულიყო სიღრმეებში, მაგრამ მაინც ვერ აცდებიან ამას, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ლევან სამუშიამ პროკურატურის მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებაზე საუბრისას განაცხადა.

სამუშიას თქმით, ხელოსუფლებას მედიასაშუალებების დაშინება სურს.

„ფაქტობრივად, დღეს პროკურატურამ ირიბად განაცხადა, რომ მათ გამოძიება დაიწყეს „ტვ პირველის“ წინააღმდეგ. მათ სურთ, რომ მედიასაშუალებები დააშინონ, თუ ვინმეს რამე მსგავსი სურვილი გაუჩნდება. სოლიდარობა „ტვ პირველს“. ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება არა იმაზე, რაც იქ ხდებოდა, არა იმ სავარაუდო, საშინელ ორგანიზებულ დანაშაულზე, არამედ იმაზე, თუ რატომ გაავრცელეთ და რატომ გვითხარით დანაშაულის შესახებო. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ივანიშვილი ცდილობს დიქტატურის გაფორმებას ქვეყანაში. ეს არის მიმართული თავისუფალი, კრიტიკული მედიასაშუალებების წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში არის სამიზნე „ტვ პირველი“ და თქვენ კარგად იცით, მის დამფუძნებლის წინააღმდეგ უსაფუძვლოდ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე. რიგში იქნებიან სხვა მედიასაშუალებებიც, რომლებიც კრიტიკულები არიან ხელისუფლების მიმართ, თუ ეს არ იქნება მაღალ რეგისტრში აყვანილი და თუ ამას არ გავაპროტესტებთ. მინდა მივმართო სამთავრობო მედია საშუალებების წარმომადგენლებს, პროტესტი არ გიჩნდებათ ხალხო? ის, რაც „ტვ პირველმა“ გაავრცელა, თქვენთვის რომ მოეცათ არ გაავრცელებდით?, - განაცხადა სამუშიამ.

ცნობისთვის, „ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.

დღეს კი პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერისა და მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე დაიწყო.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ