ვიოლა ფონ კრამონი - ორივე მავნებელმა ჩრდილოვანმა აქტორმა - სააკაშვილმა და ივანიშვილმა უნდა შეწყვიტონ საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩარევა

ორივე მავნებელმა ჩრდილოვანმა აქტორმა - სააკაშვილმა და ივანიშვილმა უნდა შეწყვიტონ საქართველოში მიმდინარე პროცესებში შემდგომი ჩარევა , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებისას განაცხადა.

მისივე თქმით, არსებული გაუგებრობის შექმნაში ბრალი ორივე ბანაკის პოლიტიკოსებს მიუძღვით, რადგან მათ საკუთარი ეგო ქვეყნის ინტერესებზე წინ დააყენეს და თანამშრომლობას პოლარიზაცია ამჯობინეს.

„საქართველო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა, პოლიტიკური კრიზისის წინაშეა. პოლიტიკოსები ორივე ბანაკიდან უნდა იქნენ დადანაშაულებულები ამ გაუგებრობისთვის. მათ საკუთარი ეგო ქვეყნის ინტერესებზე წინ დააყენეს და თანამშრომლობას პოლარიზაცია არჩიეს. კრიზისის გადასაჭრელად ევროკავშირი ფასილიტაციიდან მედიაციაზე უნდა გადავიდეს, როგორც ჩვენ ეს ახლა გავაკეთეთ. საქართველოს მოსახლეობა უნდა იყოს გამოსავლის ქვაკუთხედი, მათ უნდა გადაწყვიტონ ბედი და დრო მომავალი არჩევნების. ახალი არჩევნები იქნება მხოლოდ გადაუდებელი დახმარება და არა გრძელვადიანი გამოსავალი. სრულიად ახალი საარჩევნო სისტემის გარეშე, ჩვენ დავინახავთ თუ როგორ განმეორდება კრიზისი. სასამართლო სისტემის ხელახალი რეფორმა და მეტი საპარლამენტო კონტროლი ოპოზიციისთვის უნდა იყოს პოლიტიკური პრიორიტეტი. ორივე მავნებელმა ჩრდილოვანმა აქტორმა - სააკაშვილმა და ივანიშვილმა უნდა შეწყვიტონ პროცესებში შემდგომი ჩარევა. ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს საქართველოში. ჩვენ არ შეგვიძლია არ ვიყოთ იქ, რეგიონში მიმდინარე კიდევ ერთი კრიზისის დროს,“- განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში