თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლება და ოპოზიცია ბავშვივით იქცევა, დედასთან მიდიან, მაგრამ დედა დაიღალა, რადგან 30 წლის „მუტრუკი“ მაინც ბავშვობაში ჩარჩა - რამდენ ხანს უნდა გვდიოს ევროპამ?

რაც ხდება, ტრაგიკომიკურია, რადგან ორივე მხარე პატარა ბავშვივით იქცევა, - ამის შესახებ ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მისამართით განაცხადა, რითაც დიალოგთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების მოწოდებები შეაფასა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ აღნიშნა, გავრცელებულმა ფარულმა ჩანაწერებმა ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების განახლების და მათ შორის კომპრომისის გამოძებნის შანსები შეამცირა.

„სამწუხაროდ, ორივე მხარე ცდილობს, ყველაფერი მოწინააღმდეგე ბანაკს გადააბრალოს. ხელისუფლება ცდილობს, ყველაფერი ოპოზიციას დააბრალოს და ოპოზიცია პირიქით. მხარეები კომპრომისისკენ კი არ ისწრაფვიან, არამედ ცდილობენ, თავინთი პოზიცია გაიტანონ. რეალურად, რაც ხდება, ტრაგიკომიკურია, რადგან ორივე მხარე პატარა ბავშვივით იქცევა, დედასთან მივლენ და ეუბნებიან, დედა, დედა, იმან სათამაშო გამიტეხა, იმან ხელი მკრა, დედამ უნდა გაარჩიოს საქმეები. დედა დაიღალა იმიტომ, რომ 30 წლისაა ბავშვი და როგორც ჩანს, 30 წლის „მუტრუკი“ მაინც ბავშვობაში ჩარჩა. ეს სამარცხვინოა. რამდენ ხანს უნდა გვდიოს მშობელივით ევროპამ? ჩვენ ვნახეთ, როდესაც შარლ მიშელი ჩამოვიდა, ორივე ბავშვი კარგად მოიქცა, დამჯერი ბავშვებით მაგიდასთან დასხდნენ, როგორც კი მიშელი წავიდა, ეგრევე წავიდა ერთმანეთის ლანძღვა. სამარცხვინოა ეს ყველაფერი, მითუმეტეს, შემდეგ იყოს სკანდალი კადრების გამო. ბუნებრივია, ამ სკანდალმა უფრო შეამცირა შანსები მოლაპარაკებისა და კომპრომისის გამოძებნის, არადა 16 მარტი ახლოვდება. არ მგონია, რომ 16 მარტისთვის მხარეები კომპრომისთვის მოემზადონ. როგორც ვუყურებ, გაგრძელდება ერთმანეთის ლანძღვა და ერთმანეთზე გადაბრალება“,- განაცხადა შარაშენიძემ.

ის ამ ეტაპზე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან სანქციებს გამორიცხავს, თუმცა ფიქრობს, რომ შესაძლოა, მათ „საქართველოზე ხელი ჩაიქნიონ“.

„არ მგონია, გაგვიუქმონ უვიზო და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, მითუმეტეს პერსონალური სანქციები შემოიღონ, მაგრამ შეიძლება მთლიანად ქვეყანაზე ხელი ჩაიქნიონ იმ მომენტში, როდესაც ძალიან გვჭირდება ევროპის მხრიდან დახმარება არა მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური კრიზისი დავალაგოთ, არამედ ჩვენ წინ გველოდება ეკონომიკური კრიზისი პანდემიის გამო და ევროკავშირის დახმარება გვჭირდება“,- განაცხადა შარაშენიძემ.

ის იმედოვნებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მსგავსი მოწოდებები გაგრძელდება.

„იმედი მაქვს, ყოველდღიურ რეჟიმში ჩაერევიან იმიტომ, რომ თუ 30 წლის ბავშვებს ყოველდღიურად თავზე თუ არ დაადექი და ყური არ აუწიე, როგორც ჩანს, არაფერი გამოდის“,- განაცხადა შარაშენიძემ.

მისი შეფასებით, ხელისუფლება და ოპოზიცია ცდილობს, მოწინააღმდეგე მოსპოს ან მაქსიმალურად დაასუსტოს, რის გამოც მათ შორის კომპრომისი ვერ ხერხდება.

„ქართული ოცნების“ სტრატეგია არის მოახდინოს „ნაციონალური მოძრაობის“ საბოლოო მარგინალიზაცია, დატოვოს ქუჩაში და მარტო, დანარჩენი ოპოზიცია პარლამენტში შეიყვანოს და „ნაციონალური მოძრაობა“ ქუჩაში დატოვოს. „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგია არის დარჩეს ქუჩაში, ოღონდ არა მარტო, სხვა დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად და აქეთ მოახდინოს „ქათული ოცნების“ მარგინალიზაცია“,- განაცხადა შარაშენიძემ.

მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
რამაზ საყვარელიძე - თუ მრავალპარტიულობა ხელოვნურია, საარჩევნო დონეზე შესაძლოა მას ჰქონდეს შედეგი, მაგრამ რეალური მრავალპარტიულობა მაინც არ გვექნება და გადაწყვეტილებების მიმღები ერთი პარტია იქნება
კოლიერსის საოფისე სერვისების პოსტპანდემიური ტრანსფორმაცია
ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო
LEXUS-ი წარმოგიდგენთ უახლეს ფლაგმან მოდელს LX 600
ჩაირთე „სილქფესტი“ და ისარგებლე ულიმიტო ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით უსასრულოდ, მთელი თვის განმავლობაში
„მიჰაუსში“ გრანდიოზული ფასდაკლება დაიწყო
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და „ჯი ეს ემ ტრანსმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს