სოზარ სუბარი - ჩემი პირადი სურვილი იქნება, რომ კახა კალაძე იყოს კვლავ მერი და ჩემი აბსოლუტური მხარდაჭერაც ექნება

ჩემი პირადი სურვილი იქნება, რომ კახა კალაძე იყოს კვლავ მერი და ჩემი აბსოლუტური მხარდაჭერაც ექნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც კახა კალაძის შესახებ ჟურნალისტების შესაბამის კითხვას უპასუხა.

თუმცა, როგორც სუბარი აღნიშნავს, გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნებიან მერობის კანდიდატები თბილისსა და რეგიონებში, საზოგადოება მოგვიანებით შეიტყობს.

კახა კალაძე არის ჩვენი გუნდის ერთ- ერთი გამორჩეული ლიდერი, ყველაზე მაღალრეიტინგული ლიდერი, ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრს აკეთებს, ძალიან კონკრეტული გეგმა აქვს თბილისის განვითარების და ყოველთვის იქნება ასეთი წევრი. რაც შეეხება იმას, ვინ იქნებიან კანდიდატები, კახა კალაძე თუ რომელიმე სხვა ადამიანი სხვა რეგიონში, სხვა მუნიციპალიტეტში თუ სხვა მერიაში, ამას გეტყვით მოგვიანებით“, - განაცხადა სუბარმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა