გასული ორი დღის განმავლობაში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარებული 253 ტესტირების შედეგად, კორონავირუსი 34 ადამიანს დაუდასტურდა, რის შედეგადაც, რეგიონის მთელ ტერიტორიაზე კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 13011 შეადგინა. ამის შესახებ ე.წ ოპერატიული შტაბი იუწყება.
გუდაუთის საავადმყოფოში 24 ადამიანი მკურნალობს, რომელთაგან 11-ის მდგომარეობს მძიმეა, 24-ის კი საშუალო სიმძიმის.
დღემდე კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 203-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 12 410 ინფიცირებული.