ჯო ბაიდენი - თუ ვაქცინების ჭარბი რაოდენობა გვექნება, დანარჩენ მსოფლიოს გავუზიარებთ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ვაქცინების ჭარბ რაოდენობას სხვა ქვეყნებს გაუზიარებს.

„თუ ვაქცინების ჭარბი რაოდენობა გვექნება, დანარჩენ მსოფლიოს გავუზიარებთ,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

მისი თქმით, პანდემიას ღობის ან კედლის აშენებით ვერ შეაჩერებ და მნიშვნელოვანია, რომ მისგან მთელი მსოფლიო დაცული იყოს.

„ეს არ არის ის, რაც შეიძლება ღობით შეაჩერო, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მაღალ ღობეს ან კედელს აშენებთ. ასე რომ, უსაფრთხოდ ვერ ვიქნებით, სანამ მთელი სამყარო არ იქნება უსაფრთხოდ. ასე რომ, ამერიკელებზე ზრუნვის შემდეგ შევეცდებით, დანარჩენ მსოფლიოს დავეხმაროთ,“ - განაცხადა ბაიდენმა.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მიმდინარე წლის მაისის ბოლოსთვის ვაქცინა ყველა ზრდასრულ ამერიკელს ექნება გაკეთებული.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება