ადვოკატი - ვახო სანაიასთან ერთად სრულად გავეცნობით მასალებს, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება სწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს

ჟურნალისტი ვახო სანაია და მისი უფლებადამცველი შინაგან სამეთა სამინისტროში საქმის მასალების გასაცნობად მივიდნენ. ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, მთავარია დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი.

"ეს არის საპროცესო კოდექსით დაზარალებულის უფლება, რომ ჰქონდეს სათანადო წვდომა საქმის მასალებზე. ვახო სანაიასთან ერთად სრულად გავეცნობით მასალებს. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ის, რომ გამოძიება სწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს. ეს არის არა მხოლოდ მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ დაზარალებულმა მისი ინტერესები დაკმაყოფილოს, არამედ ზოგადად, ეს არის მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლების კუთხით. ამიტომ ეს საქმე არამხოლოდ ინდივიდუალური უფლებების დაცვას, არამედ მედიის თავისუფლების და მსგავს საქმეებზე შემდგომ მართლმსაჯულების სწორად განხორციელების ინტერესებს ემსახურება. ჩვენი დღევანდელი მიზანი ის არის, რომ პირველ რიგში გვქონდეს წვდომა მასალებზე და ვიცოდეთ ის, რომ ეს კვალიფიკაცია, რაც პროკურატურამ მიანიჭა არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებისთვის გასაჯაროვებული რომ ამ კვალიფიკაციით მიმდინარეობს, არამედ დავრწმუნდეთ იმაში, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს საქმე ამ კვალიფიკაციით დარჩეს და დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი" , - განაცხადა მარიკაშვილმა.

ცნობისთვის, ჟურნალისტ ვახო სანაიას 25 თებერვალს თავს დაესხნენ. თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს - სულიკო საყევარაშვილს, გიორგი სახელაშვილსა და ვაჟა გიგაურს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ისინი სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა