სოზარ სუბარი - „ტვ პირველში“ არანაირ შეჭრაზე არ არის საუბარი, ეს არის უბრალოდ ტყუილი, გამოგონილი, ტემპერატურის აწევის მორიგი მცდელობა

„ტვ პირველში“ არანაირ შეჭრაზე საუბარი არ არის, ეს არის უბრალოდ ტყუილი, გამოგონილი, ტემპერატურის აწევის მორიგი მცდელობა, ისევ ისე როგორიც იყო ფალსიფიცირებული ჩანაწერები, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი სასამართლოს განჩინებას, რომლითაც უწყებამ პროკურატურას „ტვ პირველიდან“ ფარული აუდიოჩანაწერების ამოღების უფლება მისცა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ეცდება გამოაგოროს ახალი თემა, რომლითაც მოლაპარაკებების ჩაშლას ეცდებიან.

„ძალიან არ მინდა, რომ ახლა თქვენგან აწეული ხმაური გამოდგეს ზუსტად ის თემა, რომლითაც ეცდებიან მოლაპარაკებები ჩაშლას. იმედია, ასე არ არის და ოპოზიციის წისქვილზე არ ასხამთ წყალს, მის ნარატივს არ აჟღერებთ. ამ განჩინებაში ძალით შეჭრა არ იგულისხმება. რაც შეეხება გამოძიებას, რადგან გამოძიება დაიწყო, რადგან გამოძიებას ითხოვდით თქვენც და ოპოზიციური სპექტრიც, კარგი იქნება თანამშრომლობა. არ არსებობს რაღაც მასალა? ვერ მიაწოდებთ რაც არ არსებობს, რაც გაქვთ მიაწოდებთ. მე რასაც ვუსმენდი და შეიძლება არასწორად მახსოვს, თქვენს ეთერში ამბობდნენ რომ მოგვიტანეს „ფლეშკა“, კონვერტი და იყო ადამიანი, რომლის ვინაობაც არ ვიცით. ვერანაირ წყაროზე ვერავინ გავა. თუ თქვენ არ იცით წყაროს ვინაობა, მითუმეტეს, პროკურატურას ვერაფერს ეტყვით“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა