დავით ჭიჭინაძე - „ოცნების“ მმართველობა იმდენად ბრუტალური გახდა, რომ მტრებს ხან შიგნით ეძებენ, ხანაც წინა ხელისუფლებას აბრალებენ ჩანაწერების გავრცელებას

„ქართული ოცნების“ მმართველობა იმდენად ბრუტალური გახდა, რომ მტრებს ხან შიგნით ეძებენ, ხანაც წინა ხელისუფლებას აბრალებენ ამ სკანდალური ჩანაწერების გავრცელებას, - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ ,,ტვ პირველის” ეთერში გასული ფარული ჩანაწერების შესახებ განაცხადა.

მისივე შეფასებით, „ეს მხოლოდ დასაწყისია და კიდევ ბევრს მოვისმენთ და ვიხილავთ“.

„ოცნების“ მმართველობა იმდენად ბრუტალური გახდა და იმდენად არადეკვატურად ამაყობენ იმით, რითაც არ უნდა ამაყობდნენ, რომ მტრებს ხან შიგნით ეძებენ, ხანაც წინა ხელისუფლებას აბრალებენ ამ სკანდალური ჩანაწერების გავრცელებას,

რეალურად კი, იმის უნარიც კი დაკარგეს, თავისთვის მაინც გაანალიზონ რა და რატომ ხდება.

რეალურად კი, ხდება ის, რომ ძალაუფლებას პირადი ანგარიშსწორებისთვის იყენებენ; მთავარ პროკურორებს ასწრებენ საქმეების გარჩევებს და წილების გადანაწილებას; პრემიერებს ამცირებენ და გადადგომას აიძულებენ, წინააღმდეგ შემთხვევში „პირადზე გადასვლით“ ემუქრებიან.

ქვეყანა კი ამასობაში თავის ფუნქციას კარგავს, რითაც საკმაოდ კარგად სარგებლობს რუსეთი და სანამ ევროკავშირი ჩვენს ძველ ორბიტაზე დაბრუნებას ასე უშედეგოდ ცდილობს, ჩვენი დიდი მეზობელი, არამგონია, ძალიან შორს იყოს იმ მოსმენების სერიებისგან, რაც უკვე ორივე მხრიდან დაიდება და რაც აუცილებლად გამოიწვევს ქვეყნის არევას.

ვგულისხმობ იმას, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და კიდევ ბევრს მოვისმენთ და ვიხილავთ“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე აღიძრა.

საუბარია „ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - არაფერი შეცვლილა, ჩვენ ვფართხალებთ, ვაქტიურობთ,  მაგრამ პოლიტიკური მატარებელი როგორც მუშტაიდის ბაღში, წრეზე დარბის
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
კახა ოქრიაშვილი - ბატონი სააკაშვილი ჰიტლერი რომ ყოფილიყო, 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, ყველა მხუთავი აირის კამერაში მოხვდებოდა
ფესტივალი „მუსიკა შენს ფანჯრებთან“ ერთი დღით „თბილისი მარიოტის" ღია ეზოში ბრუნდება
ჯანდაცვის ასი ექსპერტი WHO-ს მიმართავს
„სინერჯი” „აიტექნიკსის“ პარტნიორი-მეწილე გახდა
"ტერაბანკი" ბიზნესს მრავალფეროვან სატარიფო პაკეტებს სთავაზობს