გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყება აღნიშნავს, სიუჟეტში ასახული ინფორმაცია სრული სიცრუეა.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც პროკურორი თეა გიორგაძე ნახსენებია, როგორც ადვოკატი, რომელმაც თითქოსდა, კონკრეტული პირის დაცვაზე უარი თქვა. ასევე, სიუჟეტში გამოყენებულია თეა გიორგაძის მცირეწლოვანი შვილების ფოტოები, რომლებსაც სახეები არ აქვთ დაფარული, რითაც შეილახა მათი უფლებები.

აქვე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სიუჟეტში გასული ინფორმაცია არის სრული სიცრუე, რადგან თეა გიორგაძე არასდროს ყოფილა ადვოკატი და იგი 2006 წლიდან საქართველოს პროკურატურაში მუშაობს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ტელეკომპანიებს თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან.

ამასთან, მიგვაჩნია, რომ განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელება საქართველოს პროკურატურის, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ ნდობის შესუსტებას და მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება”, -ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის