კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების ლიდერების ნაწილს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი "ევროპული საქართველოს", " ლელოს", " სტრატეგია აღმაშენებლის", “გირჩის“ და „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერებს ხვდება.

დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევაა.

სავარაუდოდ, დღევანდელი შეხვედრების დასრულების შემდეგ გაირკვევა, მიაღწევენ თუ არა მხარეები შეთანხმებას და წავლენ თუ არა ისინი დათმობაზე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. დილიდან შეხვედრა გაიმართა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერებთან. დღეს ის უკვე შეხვდა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს და "რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეს, ხათუნა სამნიძეს. შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ესწრებიან. ​

შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

იხილეთ ვიდეო:კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია