არჩილ თალაკვაძე - მოლოდინი გვაქვს, რომ პროცესი თანმიმდევრულად გაგრძელდება - კრისტიან დანიელსონი დარჩება, როგორც მედიატორი

ბატონი დანიელსონი ამ პროცესში, როგორც მედიატორი დარჩება - ჩვენი პოზიცია დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირსაც კარგად ესმის, - აღნიშნული განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები გაგრძელდება და პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ საზოგადოება პროცესებს დაინახავს.

„რასაკვირველია, მოლოდინი გვაქვს, რომ ეს პროცესი თანმიმდევრულად გაგრძელდება. ბატონი დანიელსონი დარჩება ამ პროცესში, როგორც მედიატორი. ამ ეტაპზე დამატებით პუნქტებზე ჩვენ მსჯელობა არ გვქონია. სულ რაღაც ორი დღეა, რაც ევროკავშირის მედიაციით ვსაუბრობთ, ვფიქრობთ, რომ პოზიციები მნიშვნელოვან საკითხებზე დაახლოვდეს, შევთანხმდეთ. ჩვენი პოზიცია დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირსაც კარგად ესმის. განვაგრძობთ მოლაპარაკებებს და პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შემდეგ პროცესებს ვნახავთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, დღის განმავლობაში კრისტიან დანიელსონმა "ქართულ ოცნებასთან" შეხვედრა ორჯერ გამართა, მან შეხვედრები გამართა ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან. შარლ მიშელის წარმომადგენელი შეხვდა "ნაციონალური მოძრაობის" და მასთან ბლოკში მყოფი "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლებს, კიდევ ერთი შეხვედრა მან "ევროპული საქართველოს", "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლის", "გირჩი - მეტი თავისუფლების" და "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" წარმომადგენლებთან გამართა. პროცესს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ესწრებოდნენ. ​

შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო