კრისტიან დანიელსონი - ძალიან დიდი იმედი მაქვს, ხვალ შემეძლება გამოვაცხადო, რომ რაღაც გადაწყვეტილებამდე მივედით

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ხვალ შემეძლება გამოვაცხადო, რომ რაღაც გადაწყვეტილებამდე მივედით, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს პროცესი რთულია, მაგრამ ევროკავშირი მხარეებს შორის უფრო დაახლოებას ელოდება.

„ეს პროცესი რთულია და უფრო მეტი დრო სჭირდება და ჩვენ ველოდებით, რომ მხარეები უფრო დაახლოებას შეძლებენ. ამ საკითხზე მუშაობა ხვალაც გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალ შემეძლება გამოვაცხადო, რომ რაღაც გადაწყვეტილებამდე მივედით.

მიზეზი რატომაც ბატონმა მიშელმა აქ გამომგზავნა არის ის, რომ მას სჯერა ამ ურთიერთობის. საქართველო მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის და ესაა ის გზა, რომელზეც უნდა იყოს გათვალისწინებული საქართველოს და მისი მოსახლეობის ინტერესები. ამიტომაც ვდებთ ამ საკითხში ამხელა ინტერესს და ამიტომ არიან მხარეები ამ პროცესში ასე ჩართულები“, - განაცხადა დანიელსონმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა