ზურაბ ჯაფარიძე - მსგავსი რამ არ მინახავს: მასპინძლებს ეთქვათ, დავასრულეთ საუბარიო და სტუმარს ეთქვას, რა დავასრულეთ, ხვალ ვაგრძელებთო - დღეს ბევრად უფრო სკეპტიკურად ვარ განწყობილი

მსგავსი რამ მე არ მინახავს, რომ გამოსულიყვნენ მასპინძლები და ეთქვათ, დავასრულეთ საუბარიო და მერე სტუმარი გამოსულიყოს და ეთქვას, რა დავასრულეთ, ხვალ ვაგრძელებთო - ბავშვზე ხომ არ არის საუბარი, ეს ადამიანი წარმოადგენს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ყველაზე მაღალი რანგის თანამდებობის პირს ევროკავშირის შიგნით, - ამის შესახებ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების საკითხს უფრო სკეპტიკურად უყურებს, ვიდრე წინა დღეებში. ჯაფარიძის განმარტებით, სავარაუდოდ, მედიატორის ხელისუფლებასთან შეხვედრაზე რაღაც ისეთი მოხდა, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ მოლაპარაკების გაგრძელებას აზრი არ აქვს.

„უცნაური სიტუაციაა. მეც იმედი მაქვს, რომ დღეს ამ შეხვედრაზე გავერკვევი, გუშინ რა მოხდა ხელისუფლებასთან შეხვედრაზე. ყველა აღმოვჩნდით გაურკვეველ სიტუაციაში, „ოცნების“ წარმომადგენლები გამოვიდნენ, საჯაროდ დაემშვიდობნენ ადამიანს, თქვეს, რომ მოლაპარაკებები ამ ეტაპზე დასრულებულია და ისინი ელოდებიან, როდის დაბრუნდება ღარიბაშვილი და ამის შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი გამოვიდა და თქვა, რომ მოლაპარაკებები გრძელდება და ის აპირებს გააგრძელოს შეხვედრები. რაც ჩვენ სურათი დავინახეთ, მიუთებებს იმაზე, რომ მინიმუმ ახლა გაგრძელება არ უნდათ მოლაპარაკებების.

თავისთავად ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი ხდება „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრის შემდეგ, უნდა ვიგულისხმოთ, რიმ იმ შეხვედრაზე რაღაც ისეთი მოხდა, რის გამოც მათ გადაწყვიტეს, რომ მოლაპარაკების გაგრძელებას აზრი არ აქვს.

ბევრად უფრო სკეპტიკურად ვარ განწყობილი, ვიდრე აქამდე ვიყავი.

ჩვენი მხრიდან ძალაშია ყველა ის პუნქტი, რა პუნქტებიც დატოვა შარლ მიშელმა. ყველა პუნქტის გარშემო ჩვენ ჩვენი პოზიციები ვთქვით, მათ შორის რამდენიმე ვერსია კომპრომისული პოზიციების“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო