ლევან იოსელიანი - მართლმსაჯულების რეფორმის შესაძლებლობა რადგან დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე, ამაზე უარის თქმა და ამის გადაყოლება, თუნდაც ერთჯერადი ვადამდელი არჩევნებისთვის, სწორი არ არის

მართლმსაჯულების რეფორმის შესაძლებლობა რადგან დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე, ამაზე უარის თქმა და ამის გადაყოლება, თუნდაც ერთჯერადი ვადამდელი არჩევნებისთვის სწორი არ არის, ეს ავნებს ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე სპიკერმა ლევან იოსელიანმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნები ერთჯერადი ამბავია, რომელიც „ქვეყანას გრძელვადიანად, ინსტიტუცუციურად წინ ვერ წაიყვანს“.

„სამწუხაროდ, როგორც წესი, დეტალებზე საუბარს ვერ დავიწყებ. ამ ყველაფერში ერთადერთი პოზიტიური არის ის, რომ მოლაპარაკებები გრძელდება. ბატონი დანიელსონი რჩება პროცესის სავარაუდოდ ბოლომდე მიყვანამდე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი და ჩვენი პარტიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით იცით, რომ ძალიან ნათელია- მართლმსაჯულების რეფორმის შესაძლებლობა რადგან დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე, ამაზე უარის თქმა და ამის გადაყოლება, თუნდაც ერთჯერადი ვადამდელი არჩევნებისთვის სწორი არ არის, ეს ავნებს ჩვენს ქვეყანას, ეს არის ჩვენი პოზიცია, ამის შესახებ გუშინაც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ“,-განაცხადა იოსელიანმა.

მისი შეფასებით, რიგგარეშე არჩევნები ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე მაგალითად, სასამართლოს, პროკურატურის რეფორმირება.

„რიგგარეშე არჩევნები ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე მაგალითად, სასამართლოს, პროკურატურის რეფორმირება. გუშინ მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ რიგგარეშე არჩევნები რომ ერთჯერადი ამბავია, რომელიც ამ ქვეყანას გრძელვადიანად, ინსტიტუცუციურად წინ ვერ წაიყვანს, ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ“,-განაცხადა იოსელიანმა.

ის იმედოვნებს, რომ დღევანდელი შეხვედრები ნაყოფიერი იქნება.

„განწყობა ოპტიმისტური მაქვს იმიტომ, რომ ის რჩება და მედიაციას აგრძელებს, რაც მაძლევს იმის ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ამ საქმეს საბოლოოდ ბოლომდე მიიყვანს“,-განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს სამი დღის წინ ესტუმრა. მან რამდენიმე შეხვედრა გამართა როგორც ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან.

როგორც კრისტიან დანიელსონმა გუშინ განაცხადა, იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს, კიდევ ერთი დღით რჩება თბილისში.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ