თენგიზ ცერცვაძე - ვაქცინა რადგან დაიძრა, ერთიმეორის მიყოლებით წამოვა, წყვეტა ჩვენთან აღარ იქნება

ვაქცინა რადგან დაიძრა, ერთიმეორის მიყოლებით წამოვა, წყვეტა ჩვენთან აღარ იქნება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, დღეს საქართველოში ისტორიული დღეა.

„მე განწყობამ გამახარა. საქართველომ ეს აღიქვა, როგორც ზეიმი, ძალიან დიდ იმედებს იძლევა, რომ პანდემიას დავძლევთ. ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინა რადგან დაიძრა, ხელშეკრულებებია გაკეთებული, ერთიმეორის მიყოლებით წამოვა, წყვეტა ჩვენთან აღარ იქნება. წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% იქნება აცრილი ისე, რომ წყვეტა აღარ იქნება“,-აცხადებს ცერცვაძე.

მისივე თქმით, მას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება მარტის ბოლოს, აპრილის პირველ რიცხვებში უწევს, ვინაიდან კორონავირუსით ინფიცირებიდან 120 დღე უნდა იყოს გასული.

შეგახსენებთ, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება