მამუკა მდინარაძე - მოლაპარაკებების პროცესში ჩვენი მხრიდან მრავალი საკითხია დაყენებული, რომლებიც სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარეობს - თუ გნებავთ ეს გარკვეულ მინიშნებად მიიღეთ, მე ამას შემთხვევით არ ვამბობ

მოლაპარაკებების პროცესში ჩვენი მხრიდან მრავალი საკითხია დაყენებული, რომლებიც სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარეობს - თუ გნებავთ ეს გარკვეულ მინიშნებად მიიღეთ, მე ამას შემთხვევით არ ვამბობ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამის იქეთ ვერაფერს იტყვის, რადგან შეთანხმების პირობებს იცავს.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა კვლავ გაიმეოროს აქამდე არაერთგზის გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინიციატივა არის „ქართული ოცნების" წითელი ხაზი, მდინარაძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკების დეტალებზე არ ისაუბრებს და აღნიშნულ კითხვას პასუხს არ გასცემს.

„თუკი ოპტიმიზმის საფუძველს რაიმე გვაძლევს, მათ შორისაა დანიელსონის გუშინდელი ძალიან კარგი და მოულოდნელი გადაწყვეტილება, როდესაც დარჩა, რათა მისი მედიაციით მხარეებს შორის მოლაპარაკება გაგრძელებულიყო. სამწუხაროდ, ვერაფერზე მინიშნებას ვერ ვაკეთებთ, რადგან ზედმიწევნით ვიცავთ ერთ-ერთ მთავარ შეთანხმებას, რომ საკითხებზე არ ვილაპარაკოთ. სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან ასე არ ხდება! ოპოზიცია არა თუ დეტალებზე საუბრობს, არამედ ამ დეტალებზე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. ცუდი ხომ არის, რომ მოლაპარაკების დეტალებზე არ უნდა ილაპარაკო და მაინც ლაპარაკობ, მაგრამ კიდევ უფრო მძიმე რამაა, როცა ამ დეტალების გარშემო არასწორ ინფორმაციას ავრცელებ. ჩვენ საშუალება გვექნება მოლაპარაკების დეტალებზე ბევრი ვილაპარაკოთ, ოღონდ მას შემდეგ, რაც შეთანხმება შედგება.

არ შეიძლება არც „წითელ ხაზებზე“ და არც სხვა დეტალებზე საუბარი. საუბარი შეიძლება მხოლოდ იმაზე, რომ ჩვენი მხრიდან დაყენებული ყველა საკითხი არის სამართლიანი და გამომდინარეობს სწორედ სამართლიანობის პრინციპიდან.

მედიაციის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, რომ პროცესი სამართლიანი პირობებით დასრულება", - განუცხადა ჟურნალუსტებს მამუკა მდინარაძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ