"ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტები სწავლას აუდიტორიებში დაუბრუნდნენ

"ევროპის უნივერსიტეტში" 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული მითითებებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გამოკითხულ სტუდენტთა უმრავლესობის არჩევანის შესაბამისად "ევროპის უნივერსიტეტმა" მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველ კურსელებისთვის (მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირების, ფსიქოლოგიისა და ინფორმატიკის პროგრამების), ასევე დიპლომირებული მედიკოსისა და სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის, პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები არადისტანციურ რეჟიმში, ხოლო დანარჩენი საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში დისტანციურ რეჟიმში წარიმართოს. „აღნიშნულთან დაკავშირებით, რეკომენდაციების დაცვით, პირველკურსელთათვის მიღების საღამო მოეწყო, რომელსაც "ევროპის უნივერსიტეტის" რექტორი ნინო ტალიაშვილი ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი დღეიდან აუდიტორიებში განახლდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი