განათლების მინისტრის მოადგილე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯს ეწვია და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო

განათლების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯს ეწვია.

პროფესიულ კოლეჯებში, პრაქტიკული სწავლების დასწრებული ფორმით აღდგენის შემდეგ, 15 მარტიდან სასწავლო პროცესი აუდიტორიებშიც განახლდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტში ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას და პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ გაწეულ სამუშაოებს გაეცნო.

თამარ ქიტიაშვილის თქმით, მობილობის შესამცირებლად კოლეჯები სწავლების გარკვეულ კომპონენტებს დისტანციურ რეჟიმში ტოვებენ, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს არსებული უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შენარჩუნებას.

უწყების ინფორმაციით, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი სწავლების შერეული ფორმით 19 პროფესიულ პროგრამას ახორციელებს, რომელთაგან 14 სოფლის მეურნეობის მიმართულებისაა. აღნიშნული პროგრამებიდან 7 დუალურია, სადაც სტუდენტებს თეორიული სწავლების პარალელურად, რეალურ სამუშაო გარემოში სწავლისა და პრაქტიკული სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა აქვთ.

„სოფელ წინამძღვრიანთკარში მოქმედი კოლეჯი სოფლის მეურნეობის მიმართულების პირველი და უძველესი პროფესიული სასწავლებელია საქართველოში. შენობა, სადაც თავდაპირველი სასწავლებელი იყო განთავსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მას ამ ეტაპზე რესტავრაცია უტარდება. კოლეჯში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნო, რომელიც აქტიურ ფაზაშია და შეუფერხებლად მიმდინარეობს. ისტორიული სასწავლებელი მალე თავის პირვანდელ სახეს დაიბრუნებს“,-აღნიშნავენ უწყებაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ