ანრი ოხანაშვილი ბორელის განცხადებაზე ოპოზიციის შეფასებებზე - იმედი მაქვს,  ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას არ დაიწყებენ

იმედი მაქვს არ დაიწყებენ ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას საქართველოში, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ჯოზეფ ბორელის განცხადებაზე ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა.

ანრი ოხანაშვილი იმედოვნებს, რომ ყველა გონიერებას და პასუხისმგებლობას გამოიჩენს.

"მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიციური ჯგუფები არ გააგრძელებენ იმ დღის წესრიგს, რომელიც ჰქონდათ აშშ-ის ელჩთან, გერმანიის ელჩთან მიმართებაში, როცა ისინი თავს დაესხნენ მათ მიერ გაკეთებული განცხადებების თუ პოზიციების არდაფიქსირების გამო და არ დაიწყებენ ასევე ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას საქართველოში, ვინაიდან ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს ევროატლანტიკურ სწრაფვას. იმედი მაქვს, რომ ყველას ექნება მაღალი გონიერება და პასუხისმგებლობა, რომ ევროპელი დიპლომატის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის საწინააღმდეგოდ გაკეთებული განცხადება პირდაპირ პროპორციულია, რომ მტრის წისქვილზე დაასხა წყალი, ვფიქრობ, ამას არ გააგრძელებენ,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, ჯოზეფ ბორელმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მისი გადასაწყვეტი არ არის, ჩატარდება თუ არა ვადამდელი არჩევნები საქართველოში და დასძინა, რომ ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, 2020 წლის არჩევნები იყო კონკურენტული და თავისუფალი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა