სტუ აბიტურიენტებს მიმართავს

მოხარული ვიქნებით, თუ ნახავთ ფილმს და გაეცნობით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უდიდეს სამეცნიერო გამოცდილებას, წარმატებას, შესაძლებლობებს“,- ასე მიმართავს აბიტურიენტებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სოციალურ ქსელ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ფილმს აქვეყნებს, რომელიც პროექტის - „კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“ (CAPTAIN: Science is the Captain) ფარგლებში მომზადდა.

როგორც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აცხადებენ, უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, თავის სტუდენტებს შესთავაზოს სამეცნიერო კვლევები, ახალი ტექნოლოგიები და ინოვაციები.

„გაცილებით სასიხარულო იქნება ჩვენთვის, თუ გაგიჩნდებათ სურვილი, გაიზიაროთ და გახდეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატების უშუალო მონაწილე.

მოგმართავთ აბიტურიენტებს, გაითვალისწინეთ - ჩვენ ვაშენებთ საქართველოს მომავალს!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 100-წლოვანი ტრადიციის მქონე საინჟინრო-ტექნოლოგიური სკოლაა, უძველესი და უდიდესი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მისი მეცნიერები და სტუდენტები: ბაკალავრები, მაგისტრანტები, დოქტორანტები მონაწილეობენ გლობალურ და მსოფლიოს ყველაზე აქტუალურ საერთაშორისო სამეცნიერო ექსპერიმენტებში, თანამშრომლობენ ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: CERN (შვეიცარია), KEK (იაპონია), Fermilab (აშშ) და ა.შ.

ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს ყოველთვის უდიდესი წვლილი შეჰქონდათ და შეაქვთ საქართველოს, ევროპისა თუ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების სტრატეგიული ობიექტების მშენებლობასა და შესაბამისად, ეკონომიკის განვითარებაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, თავის სტუდენტებს შესთავაზოს სამეცნიერო კვლევები, ახალი ტექნოლოგიები, ინოვაციები, გადასცეს ის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რითაც იქმნება რეალური შესაძლობლობა ახალი თაობების მოსაზიდად, დასაინტერესებლად, მომავალი კონკურენტუნარიანი სპეციალისტების აღსაზრდელად.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არის ყველა პირობა, დაეუფლოთ შრომის ბაზარზე ყველაზე მეტად მოთხოვნად პროფესიებს, ჩაერთოთ უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებში, ისარგებლოთ გაცვლითი პროგრამებით ევროპისა და აზიის ცნობილ უნივერსიტეტებში და ერთდროულად მოიპოვოთ ორი დიპლომი.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმატებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტები და 300-მდე საგანმანათლებლო პროგრამა (უმაღლესი და პროფესიული) ხორციელდება 12 აკადემიური ფაკულტეტის, 15 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და 100-მდე სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე; სამეცნიერო-პრაქტიკული მუშაობა კი უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევრებისა და სტუდენტების უშუალო ჩართულობით მიმდინარეობს”,- აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართვაში.

ცნობისათვის, CAPTAIN: Science is the Captain - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტია, რომელმაც გაიმარჯვა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა Horizon 2020-ის მარი სკლოდოვსკა-კიურის მიმართულების კონკურსზე - „ევროპელ მკვლევართა ღამე“.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, საქართველოს კულტურის პალატის ჩართულობით, მოამზადა დოკუმენტური ფილმი, რომელიც უნივერსიტეტის უდიდეს გამოცდილებას, წარმატებებსა და შესაძლებლობებს წარმოაჩენს.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა